ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი ონლაინთაღლითობისგან - საქართველოს საბანკო ასოციაციის რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ონლაინთაღლითობისგან - საქართველოს საბანკო ასოციაციის რჩევები

ონლაინ თაღლითობის შედეგად უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში 3 პირს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა.

კიბერთაღლითობის შესახებ განცხადებას საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

„გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ კი, დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას.

“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. სოციალურ ქსელში, ძირითადად Facebook-ზე დასპონსორებული პოსტების მეშვეობით ავრცელებენ თაღლითურ ინფორმაციას ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

იმისთვის რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:

• არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე.

• ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით

• გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე.

• პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე.

• გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო.

• არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე.

• გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.

როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას,“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები საქართველოში

"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?