ავტორი:

რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელმაც თავი მოიკლა - "არც შიმშილი იყო მიზეზი და არც ბულინგი..."

რას ამბობს სკოლის დირექტორი მე-7 კლასის მოსწავლეზე, რომელმაც თავი მოიკლა - "არც შიმშილი იყო მიზეზი და არც ბულინგი..."

მარტვილის მეორე საჯარო სკოლის გარდაცვლილი მოსწავლის შესახებ Palitravideo.ge-სთან საუბარში, სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე გამორიცხავს, რომ არასრულწლოვანის სუიციდის მიზეზი ბულინგი ან ოჯახის სოციალური მდგომარეობა გახდა. მისი თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ის გამორიცხავს რომ მოზარდი შიმშილობდა.

ტრაგიკული შემთხვევა მარტვილში 17 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასის მოსწავლე საკუთარმა მცირეწლოვანმა ძმამ იპოვა გარდაცვლილი. დაღუპულ ბიჭს დედა არ ჰყავდა და მას ძმასთან ერთად, მამა ზრდიდა.

"რუსთავი 2"-მა შემთხვევასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ბიჭმა შიმშილის გამო მოიკლა თავი, თუმცა მოზარდის სკოლის დირექტორი ამას კატეგორიულად უარყოფს:

VIDEO: რას აცხადებს სკოლის დირექტორი 15 წლის მოზარდზე, რომელმაც გავრცელებული ხმებით, თავი შიმშილის გამო მოიკლა

"ბავშვი ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული იყო, ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობდა თავს სკოლაში მეგობრებთან და მასწავლებლებთან. ვინ რა ყურს გამოაბამს ამბავს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვიცი - არც შიმშილი იყო ბავშვის ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზი და არც ბულინგი. ბულინგი აბსოლუტურად გამორიცხულია. ნებისმიერს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მანდატურის სამსახურია სკოლაში, დაიკითხნენ სკოლის მოსწავლეებიც, რადგან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით" - განაცხადა თვალაძემ.

რას შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეს სკოლის ბუფეტში ვალები ჰქონდა და ხომ არ შეიძლება ეს ყოფილიყო სუიციდის მიზეზი, დირექტორი პასუხობს:

"ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახი... მამას გაფრთხილებული ჰყავდა ოპერატორი კომპანია, რომელიც ემსახურება სკოლის ბუფეტს, რომ თვის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით მიეცათ საკვები ბავშვისთვის, თვის ბოლოს მოდიოდა მამა და იხდიდა თანხას" - განუცხადა მამუკა თვალაძემ Palitravideo.ge-ს.

მარტვილში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული საქართველოში და როგორია მარჯვენასაჭიანი მანქანების უახლესი სტატისტიკა

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს