ავტორი:

შსს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას უარყოფს

შსს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მათივე განცხადებით, დეტალების შესახებ კომენტარს უწყებაში მოგვიანებით გააკეთებენ.

მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ გომბორის გზაზე დააკავა. როგორც მედიკო მარგოშვილი აცხადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციის 10-მდე მანქანამ გზა გადაუკეტა და დააკავეს.

სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ დროისთვის ბირკიანში შედარებით სიმშვიდეა. თუმცა ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი