ავტორი:

მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ დააკავა

მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ დააკავა

მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ გომბორის გზაზე დააკავა. როგორც მედიკო მარგოშვილი აცხადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციის 10-მდე მანქანამ გზა გადაუკეტა და დააკავეს.

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთთ. მედიკო მარგოშვილი პოლიციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მისი ქმარი და ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ საათს აძლევს.

"ჩემი ქმარი აქ, პანკისში მოდიოდა. მოვითხოვ გაათავისუფლონ. ერთ საათს ვაძლევ. სისხლს დავღვრით და არ გავჩერდებით", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ დროისთვის ბირკიანში შედარებით სიმშვიდეა. თუმცა ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ