ავტორი:

"ახლა რა გინდათ, უნდა დამკითხოთ?! - გაიღიმეთ" - პანკისში ჩასული გიორგი გახარია ჟურნალისტებს

"ახლა რა გინდათ, უნდა დამკითხოთ?! - გაიღიმეთ" - პანკისში ჩასული გიორგი გახარია ჟურნალისტებს

ახლა რა გინდათ, თქვენთან დისკუსიაში შემოვიდე?! უნდა დამკითხოთ?! მუშაობის საშუალებას მომცემთ?! - გაიღიმეთ - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში მისი მისამართით დასმული კითხვების საპასუხოდ.

მისივე თქმით, როდესაც ხეობაში სამშენებლო კომპანია შევიდა და დაიწყო სამუშაოების განახლება, ტერიტორიაზე მხოლოდ 35 პოლიციელი იმყოფებოდა.

კითხვაზე, რატომ მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა პანკისში, მინისტრმა აღნიშნა, რომ დამატებითი ძალების შეყვანა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

ამ დროისთვის შს მინისტრი პანკისელებთან შეხვედრას მართავს. შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

VIDEO: "მაგრამების" გარეშე... გაიღიმეთ" - გახარია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."