ავტორი:

"ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, დაისჯება ყველა, ვინც მათზე თავდასხმა გაბედა" - შს მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა

"ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, დაისჯება ყველა, ვინც მათზე თავდასხმა გაბედა" - შს მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის ადამიანი, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება იდენტიფიცირებული და დასჯილი.

გახარიას ინფორმაციით, პოლიციელებმა დაზიანებები ნასროლი ქვებისგან მიიღეს. მისივე ინფორმაციით, ერთ პოლიციელს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

"თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა და იქნება დასჯილი. ამას ვპირდები თითოეულ ჩვენს პოლიციელს და ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. ერთი პოლიციელი თავის არეში არის დაზიანებული, რომელსაც ექიმები აკვირდებიან. იმედი გვაქვს აქაც სერიოზული გართულების გარეშე გამოვალთ", - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრთან ერთად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ პანკისელები დღეს დილიდან ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და მათსა და პანკისელებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები