ავტორი:

როგორი ამინდი იქნება აღდგომას - ვრცელი პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

როგორი ამინდი იქნება აღდგომას - ვრცელი პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 28 აპრილს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 28 აპრილის, აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოში 24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26-28 აპრილს ტემპერატურა განსაკუთრებით მოიმატებს და შესაძლებელია, ზოგიერთ რაიონში 26-28 გარდუსს შორის მერყეობდეს. აგრეთვე, 27-28 აპრილს კოლხეთის დაბლობში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ტემპერატურის მომატება აქ 23 აპრილიდან არის მოსალოდნელი, რაც 28 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა აღდგომის დღეს, 22-24 გრადუსამდე მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 26-27-28 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 23 აპრილს დილის საათებში თბილისში ღრუბლიანი ამინდი და სუსტი წვიმა დაფიქსირდება, თუმცა დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს და ტემპერატურის მატება 28 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ