ავტორი:

რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცავები რუსთავში ეძებდნენ, ნაპოვნია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახშია. 15 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს, მისი დაკარგვის თაობაზე დღეს დილით მიმართეს და სამძებრო სამუშაოების წარმოება სთხოვეს.