ავტორი:

მარიამ ვაშაძის "ლაქშერი" ბინა და ნინო ორდენიძის ეკლექტური სახლი წყნეთში - ჟურნალი "შინ" ცნობილების სახლებში შეგახედებთ

მარიამ ვაშაძის "ლაქშერი" ბინა და ნინო ორდენიძის ეკლექტური სახლი წყნეთში - ჟურნალი "შინ" ცნობილების სახლებში შეგახედებთ

ჟურნალ „შინ“-ის გაზაფხულის ნომერში დიზიანერების, ხელოვანების, მებაღეების, ხელოსნების ტრადიციულ რჩევებთან ერთად ქართველი სელებრითების სახლებშიც შეგახედებთ. ალბათ ძნელი წარმოსაგდენია, როგორ უნდა იცხოვრო თბილისის ცენტრში ისე, რომ არ წუხდებოდე ქალაქის მტვრითა და ხმაურით. ტელეწამყვან მარიამ ვაშაძის და მისი მეუღლის ვანო ბენიძის ლაქშერი ბინა სწორედ ამ კრიტერუმებს აკმაყოფილებს, კორპუსის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე სართულები მათ განკარგულებაშია, ლიფტიც მხოლოდ მათთვის მეათე სართულზე, შეიძლება ითქვას, რომ მათსავე სახლში ჩერდება.

სანახობა კარის შეღებისთანავე იწყება, ბინის თითოეულ სართულს გასნახვევბული დატვირთვა და ფუნქცია აქვს, მეათე სართულზე საცხოვრებლი ფართია, მეთერთემეტეზე - სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცე სასმელებით სავსე ბარით და მინი კინო-თეატრით, მეცამეტე სართული კი- მთლიანად ღია ვერანდაა, საიდაც თბილისი ხელის გულივით მოსჩანს.

ესაა ბინა, სადაც ისე, უბრალოდ არცერთი ნივთი არ დევს, თითოეული დეტალი მეორეს ეხმიანება. თეთრი სამზარულო დიასახლისივით პრინცესულია, შავი სააბზანო კი ელეგანტურობას უსვამს ხაზს, საძინებლები პასტელურ ფერებშია, მისაღებში კი მცენარეებით შეტანილი მწავნე ფერი გასნაკუთრებულ იერს სძენს ინტერიერს. ოქროსფერი, სპილოსძვლისფერი, რუხი, თეთრი - სწორედ ამ ფერებში აქვთ გადაწყვტილი წყვილს საყოფაცხოვრებო ფართი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვანომ და მარიამმა ამ სახლში 150 სტუმარს საკუთარი ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებაზე უმასპინძლეს.

მარიამ ვაშაძისგან განსხვავებით, ნინო ორდენიძემ თბილისის ცენტრალური უბანში, კორპუსის ბინაში ცხოვრებას, სუფთა ჰაერზე, კერძო სახლში გადასვლა ამჯობინა. სააგარკო სახლის რემონტი შესალამაზებლად დაიწყეს, მაგრამ ისე შეყვნენ ამ პროცესს, ყველაფერი ძირ-ფესვიანად გააკეთეს და ოჯახით საცხოვრებლად წყნეთში გადაბარგდნენ. ორ სართულიანი სახლის ქვედა ე.წ. ნულ სართულზე, ოჯახის უფროსი რეზიდენციას იწყობს - მარანს აკეთებს.

პირველ სართულზე მისაღები, კაბინეტი, სამზარეულო და ტერასებია განლაგებული. სახლი სადა მინიმალისტურ სტილშია გაკეთებული, თუმცა ძველებური, ნივთები მის ეკლექტურობას უსვამს ხაზს. როგორც აღმოჩნდა დიასახლისს ანტიკვარული ავეჯი უყვარს. ზოგი რამ ბებიისგან აქვს შემორჩენილი, რაც ძალან მოსწონდა თბილისიდან წამოიღო, ნაწილს კი თავად ყიდულობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვარდის ხის კარადა, ნაპოლეონის ზარი და რამდენიმე საუკუნის სამუშაო მაგიდა. ბუხრის გვერდით ლამაზი, გრძელი, შიდა კიბეა, რომლითაც მეორე სართულზე მოხვდებით. იქ რამდენიმე საძინებელი და ასევე დიდი მისაღებია განთავსებული. ნინოს ეზო ჯერ გასამწვანებელი აქვს, სამაგიეროდ, დასრულებულია აუზი და ზაფხულის ცხელ დღეებს „ელოდება“ ნახეთ მეტი სახლი shin.ge-ზე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს