ავტორი:

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?

უკვე მეორე წელია რაც თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ კონკურსანტია საქართველოდან. შარშან პანდემიის გამო, კონკურსი გაუქმდა და 2021 წლისთვის გადაიდო.

You - ასე ჰქვია მომღერლის ავტორობით შექმნილ სიმღერას, რომლის არანჟირებაც ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. სტუდიური ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს შემსრულებლებმა: მარიამ შენგელიამ, მარიკო ლეჟავამ, ალეკო ბერძენიშვილმა და გორის გოგონათა კაპელამ.

მულტიჟანრობრივი ვიდეოკლიპის გადაღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მიმდინარეობდა.

საკონკურსო სიმღერა შარშანდელისგან განსხვავებულია. წელს არჩევნი ყიფიანმა უფრო ლირიულ სიმღერაზე გააკეთა, რასაც მისი ქართველი თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკა და ერთგვარი გაღიზიანება მოჰყვა. როგოც ჩანს, ყიფიანმა კრიტიკას ვერ გაუძლო და გუშინ სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მუსიკალურ კონკურსს "კურკლშოუდ“ მოიხსენიებს, ხოლო იმ ადამიანებს კი, ვინც მის სიმღერაზე ცუდს იტყვის, აგინებს.

"ესეც ჩემი მორიგი სიმღერა, "ეუროვიჟნ 2021" - ისთვის, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.

დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, "ბრავო რექორდს", გორის გოგონათა გუნდს, მარიკო ლეჟავას, მარიამ შენგელიას და ალეკო ბერძენიშვილს.

სამწუხაროა, რომ ასეთი ნაშრომის გაპიარება, "ეუროვიზიის" კურკლშოუს საშუალებით გვიწევს საქართველოში არსებული სინამდვილიდან გამომდინარე.

აქვე დავწერ, შეგიძლიათ კლიპს არ უყუროთ და კიდევ ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, იმის დედასაც შევთხარე.

უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის და ქომაგობისთვის“, - წერს ყიფიანი.

მომღერლის მიერ აგორებულ სკანდალზე წერენ ევროვიზიის უკრაინულ, რუსულ და ბელორუსულ ვებგვერდებზე. ითხოვენ მომღერლის კონკურსიდან მოხსნას. თუ ეს მოხდა, ეს მეორე შემთხვევა იქნება საქართველოს "ევროვიზიულ" ისტორიაში. პირველად საქართველო 2009 წელს მოხსნეს კონკურსიდან. მაშინ ევროვიზია მოსკოვში ტარდებოდა, ხოლო ჩვენი კონკურსანტები იყვნენ "სტეფანე და სამი გოგო" სიმღერით: "We Don't Wanna Put In“. ოფიციალური მიზეზი მაშინ ის გახლდათ, რომ სიმღერა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეხებოდა და მოსკოვში კონკურსანტების უსაფრთხოებას ვერ დაიცავდნენ.

რა მოხდება თორნიკე ყიფიანის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ ზარებს არ პასუხობენ "ევროვიზია საქართველოს" მთავარი პროდიუსერი ნათია უზნაძე და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი თიკო ბერძენიშვილი.

თორნიკე ყიფიანისგან კი სკანდალური სტატუსები პირველი არ არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა, ამბობდნენ, რომ ყოფილ მეუღლეს მიუძღვნა. თორნიკე ყიფიანი მარიამ სოსელიაზე გახლდათ დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ.

"ძმას რომ მეძახი და "მესენჯერით" ხმის მოცემა გეზარება. მიყვარხარო მეუბნები და სანამ ტელევიზორში მნახავდე არც კი გახსოვარ. შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ და წარმატებას და ბედნიერებას მისურვებ, საკუთარი სიმღერები რომ მაქვს და მაინც სხვისი სიმღერების მღერას რომ მთხოვ, გამარჯვებულს რომ მადიდებ და შიმშილისგან დასუსტებულს დამცინი, სხვისი რომ ხარ და ჩემგან სარგებელს ელოდები, ბოღმით, შურით, შიშით და გაუნათლებლობით, თვალს რომ ვეღარ ახელ, გონზე ვერ მოდიხარ, მტყუანს და მართალს რომ ვეღარ ანსხვავებ. შენი, არასწორად გამზრდელია მინიმუმ საგინებელი. მოგიტევებ. ღმერთი ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯვებსო, ასე მისწავლია ჰო და თქვენც გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენი სიმართლით. ეს უშუალოდ მე რაც შემხებია და გლობალურებზე მერე გადავალ 15 წელიწადში..." - წერდა იმჟამად ყიფიანი.

თორნიკე ყიფიანი 2012 წელს გახდა ტელეკომპანია "მაესტროს“ მუსიკალური შოუს "მაგთიფანის“ ფინალისტი, ხოლო 2016 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის მეგაშოუს "X-ფაქტორის“ გამარჯვებული. მონაწილეობდა "საქართველოს ვარსკვლავში“. დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში. 19 წლის ასაკში ჩამოაყალიბა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი "წრიული კუთხე“, სადაც უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. ჰქონდა კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ.

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია