ავტორი:

"არავითარი დაპირისპირება არ არის" - რატომ დატოვა ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი

"არავითარი დაპირისპირება არ არის" - რატომ დატოვა ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსშორის გარკვეული უთანხმოება იყო.

"არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები