ავტორი:

ზალიკო ბერგერი აპირებს, შვილი სუროგატ დედას გააჩენინოს - "დედაჩემი ორ რამეზე ნერვიულობს: რომ ვსვამ და შვილი არ მყავს"

ზალიკო ბერგერი აპირებს, შვილი სუროგატ დედას გააჩენინოს - "დედაჩემი ორ რამეზე ნერვიულობს: რომ ვსვამ და შვილი არ მყავს"

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ოფიციალურად არსად მუშაობს, თუმცა ყველგან არის, სადაც ცხოვრება ჩქეფს და ფუფუნებაა. ის მეგობრებს დაჰყავთ სამოგზაუროდ და მისთვის არც ძვირფას საჩუქრებს იშურებენ. ამ საჯარო მხიარული შოუების მიღმა, ზალიკო ბევრ რამეს მალავს, მათ შორის ასაკსაც, რომელიც ვერც ერთ ტელეშოუში ვერ ათქმევინეს. თუმცა, საყვარელ ჟურნალ "სარკესთან" ზალიკომ ასაკი გაამხილა და სხვა დეტალებზეც გულახდილად ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ყველგან თქვენს ქეიფზე, სმაზე ლაპარაკობენ. მართლა სერიოზულად დგას ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა?

- მაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არ მინდა დალევა. მაშინ არც ტელეფონს ვპასუხობ, არც სახლიდან გავდივარ. როცა ნასვამი ვარ, მაშინ მიყვარს ქუჩაში სიარული, გადაცემებში მისვლა და ხალხთან კონტაქტი. კარგი სასმელის სულ მცირე დოზაა საკმარისი, რომ ხალისიანი ვიყო. ან თქვენ რად გინდათ უხასიათო და სტატიკური ზალიკო?!

- ანუ სასმელის გარეშე უხასიათოდ ხართ?

- ასე გამოდის. როცა მქონდა ჩემი გადაცემა "ზალიკოს ღამე", იქ პროდიუსერებმა დალევა ამიკრძალეს და უნდა გენახათ, როგორი სახით ვხვდებოდი სტუმრებს. თუმცა, გადაღება რომ დაიწყებოდა, ძალებს ვიკრებდი და ისევ ისეთი მხიარული ზალიკო ვხდებოდი, როგორიც ხალხს ვუყვარვარ. კარგი ხასიათის თამაშიც შემიძლია.

- ასაკს რატომ მალავთ? ვერც ერთ ტოქ-შოუში ვერ გათქმევინეს, რამდენი წლის ხართ.

- რა ვიცი, მინდა, რომ უფრო ახალგაზრდა ვეგონო ყველას, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთი იდუმალება შევძინე ჩემს ასაკს, მგონი, ხალხს იმაზე ასაკოვანი ვგონივარ, ვიდრე ვარ.

... "სარკის" და ავთო ჩიტიძის მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო ვაღიარებ ხმამაღლა, რომ 44 წლის ვარ! იმდენად სულ სხვადასხვა ვერსიებს ვამბობ ხოლმე, ხან 32 წელს, ხან - 42-ს, რომ წელს, როცა 44 წლის გავხდი, მეგონა 42 წლის ვხდებოდი.

- ბოლო დროს ხშირად აღნიშნავთ, რომ დროა, შვილზე იფიქროთ და ამბობენ, სუროგატ დედასაც ეძებთ შვილის გასაჩენად...

- სულ ვფიქრობ, რომ სუროგატმა გამიჩინოს გოგო, რომელსაც დედაჩემის სახელს, ბელას დავარქმევ. მინდა, შვილი 50 წლამდე მოვასწრო, თუმცა ხანდახან ფიქრები შემიპყრობს, რომ შვილი რა აუცილებელია ამ ცხოვრებაში. ზოგიერთ მეგობარს რომ ვუყურებ, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება ჩადეს შვილში და ვერ მიიღეს შედეგი… ხანდახან შვილის ყოლის პასუხისმგებლობაც მაშინებს და ვარ ამ ორჭოფობაში.

ჩემი შვილის საკითხი ბელას უფრო ადარდებს. ორ რამეზე ნერვიულობს ყველაზე მეტად, რომ ვსვამ და შვილი არ მყავს, ამიტომ ვფიქრობ, სუროგატს გავაჩენინო შვილი, რომ ბელამ დაისვენოს. როგორც კი სუროგაციაზე დავიწყე ლაპარაკი, იმდენმა მეგობარმა მითხრა, მე გაგიჩენო, მაგრამ შემდეგ ისიც მიაყოლეს, ბარემ ხელიც მოვაწეროთო, შემდეგ - შენს სახლშიც გადმოვალთო, რომ ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს...

ავთო ჩიტიძე, ჟურნალი "სარკე"

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"

"11 წლის წინ წეროვანში მიწა შევიძინეთ და თემურის ჰონორარებით სახლიც ავაშენეთ. ზაფხულს სულ იქ ვატარებთ" - ჩხეიძეების ოჯახური იდილია და სადღესასწაულო ტრადიციები

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს