ავტორი:

რუსეთში კიმ ჩენ ინის ჩაცმულობა მოსწონთ - "მას რომანტიკული განწყობა აქვს"

რუსეთში კიმ ჩენ ინის ჩაცმულობა მოსწონთ - "მას რომანტიკული განწყობა აქვს"

კიმ ჩენ ინი უკვე რუსეთშია, მისი ბრონირებული მატარებელი ვლადივოსტოკში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

რუსული მედია წერს, რომ საქმიანი პროტოკოლის სპეციალისტები კიმ ჩენ ინის ჩაცმულობას იწონებენ. ერთ-ერთი მათგანი, გუზელ კორატიევა ამბობს, რომ ჩრდილოკორეის ლიდერის კოსტიუმი ვიზიტთან სრულიად შესაბამისია.

VIDEO : უახლესი კადრები რუსეთიდან, სადაც კიმ ჩენ ინი პირველად ჩავიდა: როგორ დახვდნენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს

კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შავი სამოსით ჩავიდა, მას ეცვა კოსტიუმი, გრძელი პალტო, შლაპა და ჩექმები. კონდრატიევას თქმით, მის გარეგნობაში უჩვეულო არაფერი ყოფილა, ხშირად ქვეყნების ლიდერები სტუმრად ეროვნული სამოსით ჩადიან, ასეთ პრაქტიკას საპროტოკოლო კოსტიუმი ეწოდება და ნორმალურად მიიჩნევა.

სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს, ასევე ჩრილოკორეის ლიდერის ჟესტზე - მატარებლიდან გადმოსვლისას შლაპა მოიხადა, მასპინძლებს თავი დაუკრა და შემდეგ ქუდი კვლავ დაიხურა.

კიმ ჩენ ინის ჩაცმულობა მოეწონა რუს მომღერალს მიხაილ ბოიარსკისაც. 69 წლის მუსიკოსი განსაკუთრებით პოლიტიკოსის შლაპით მოიხიბლა.

მიხაილ ბოიარსკი

„მგონია, რომ რომანტიკული განწყობა აქვს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით. მან სწორედ შლაპა დაიხურა, რადგან მისი მოხდისა და თავის დაკვრის საშუალება ჰქონოდა. შლაპის მოხდა მისალმების ნიშნად ძალიან მომხიბვლელი ჟესტია,“ - განაცხადა ბოიარსკიმ.

"მთელ ჩემ ქონებას ვყიდი, სახლი აღარ მექნება... ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი" - ილონ მასკი

"კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა" - რას ფოტოებს აქვეყნებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა