ავტორი:

დააბრუნებს თუ არა ზელენსკი სააკაშვილს უკრაინაში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზე"?

დააბრუნებს თუ არა ზელენსკი სააკაშვილს უკრაინაში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზე"?

უკრაინაში არჩევნების ციებ-ცხელება დასრულდა, ქვეყანამ ახალი პრეზიდენტიც აირჩია და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორიც ხელახლა დაფიქრდა უკრაინაში დამკვიდრებაზე.

ზელენსკი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ფიქრობდა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს. მისივე აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს".

"ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ" - აღნიშნა ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ.

შეასრულებს თუ არა დაპირებას ახალი პრეზიდენტი უცნობია, თუმცა როგორც ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, მისი გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად იქონიებს გავლენას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზეც".

სააკაშვილის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი თქმით, ამით უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური რეინკარანაცია მოხდება, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს „ნაცინალურ მოძრაობაზე“ და შესაძლოა, ზუგდიდში სანდრა რუსლოვსის გამარჯვებაზეც.

"ნაციონალებისთვის“ ზელენსკის გამარჯვება მათთვის საკუთარ გამარჯვებას უტოლდება, რადგან მიიჩნევენ, რომ ზელენსკის გამარჯვებით სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური რეინკარნაციის შანსი მიეცემა. ამას ხელს უწყობდა თავად უკრანის ახალარჩეული პრეზიდენტის განცხადებები, როდესაც სააკაშვილი საკმაოდ აღმატებული ეპითეტებით შეამკო.

ზელენსკის რომ ეთქვა, ინაუგრაციის შემდეგ მას დავუბრუნებ მოქალაქეობას - ეს იქნებოდა ყველაზე სერიოზული მახვილი „ნაციონალებისთვის“ ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად. ფაქტობრივად, ეს იქნებოდა მიშას გამარჯვება! მაგრამ, ჩვენ მოვისმინეთ რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ თავშეკავებული პოზიცია ზელენსკის შტაბიდან, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობა კერძო ზარებით კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ ეს არის სასამართლოს პრეროგატივა... ჩვენ არ ვიცით, სააკაშვილი რა ფორმით გამოვიყენოთ უკრაინულ პოლიტიკაშიო და ამაზე არ გვიფიქრიაო. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ზელეკნსკის შტაბის ეს განცხადება რაღაც ოპტიმიზმს შესძენს "ნაციონალურ მოძრაობას" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

ექსპერტმა აქცენტი გააკეთა უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის ფაქტორზეც, რადგან ბევრი ვარაუდობს, რომ უკრაინას ეყოლება ოლიგარქის მიერ მართული პრეზიდენტი:

"ახლა საინტერესოა კოლომოისკის ფაქტორი, რომელსაც მიხელ სააკაშვილთან ოდესის ოლქის გუბერანტორობის დროს, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ რამდენადაც ვიცი, მასთან არც საქართველოს ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული და გულისხმიერი მეგობრობა. ვნახოთ, რომელი გადაწონის ამ შემთხვევაში - სააკაშვილის ხარჯზე, კოლომოისკი ეცდება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთირთობის დალაგებას თუ არჩევს სააკაშვილი შეიყვანოს უკრაინულ პოლიტიკაში.

კოლომოისკის პიროვნება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად, ყველა მონაცემით ზელენსკი არის კოლომოისკის გუნდის წევრი და მის განწყობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოლიტიკაზე. ვნახოთ რა გადაძალავს - კოლომოისკი ეცდება სააკაშვილის ფიგურა შესწიროს დღევანდელ ხელისუფლებას თუ სხვა წონა შესძინოს უკრაინულ პოლიტიკაში“, - გვითხრა ლაგაზიძემ.

უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას და გავლენას "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინზე სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

"მეჭვება, რომ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლა ასე სწრაფად მოახერხოს. არა მგონია ზელენსკიმ პირველივე ბრძანებად სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი გასცეს. გარკვეული პროცედურა აუცილებლად იქნება და მას ამის დაცვა მოუწევს. გარდა ამისა, ერთი თვე გარდამავალი პერიოდია რადგან ჯერჯერობით პრეზიდენტი ისევ პოროშენკოა.

ზელენსკის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება მახსოვს, მაგრამ არა მგონია, მას ძალიან უნდოდეს უკრაინაში სააკაშვილის გამოჩენა. ვფიქრობ, ამაზე "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები არიან აჟიტირებულნი.

რაც შეეხება გავლენას საქართველოზე და სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაზე - არა მგონია ამან გადამწყვეტი გავლენა იქონიოს. რულოვსთან დაკავშირებით, საზოგადოება უკვე ჩამოყალიბებულია, თან იგი არ არის ახალი კანდიდატი. გაერთიანებული ოპოზიციის ხმები წავა რულოვსისკენ, მაგრამ სააკაშვილი ჩავა თუ არ ჩავა უკრაინაში, ამით ხმები არც მოემატება და არც დააკლდება რულოვსს.

2012 წლიდან დღემდე, 7 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ხმები "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო. ასე რომ, ეს პროცესი მიდის და სააკაშვილთან კავშირი არ აქვს. ეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ქმედებებზე“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და სააკაშვილს შეუშვებს ქვეყანაში:

"უკრაინის გამარჯვება და წარმატება არის ჩვენი გამარჯვებაც, ამიტომ ზელენსკი არის ახალი შანსი უკრაინისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, რაც ძალიან კარგი იქნება უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლს და ადგილს უკრაინის პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილი არის სერიოზული ფაქტორი. მის ბოლო ინტერვიუს მილიონ 200 ათასმა ადამიანმა უყურა 24 საათის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს არა მხოლოდ ამბიციები უკრაინაში დაბრუნების, არამედ სერიოზული საფუძველი. როდესაც ზელენსკი გახდება პრეზიდენტი, ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და სააკაშვილს შეუშვებს ქვეყანაში. შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მერე დავაკვირდეთ.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესს, ეს აბსოლუტურად ცალკეა და არანაირ გავლენას არ მოახდენს სააკაშვილის დაბრუნება. უკრაინაში სააკაშილის დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობას" რეიტინგს არც მოუმატებს და არც დააკლებს. მაგრამ, თუ დაბრუნდება, შემდეგი მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას „ნაციონალების“ ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე“, - გვითხრა ჩეჩელაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები