ავტორი:

"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით" - ვერა ქობალია რთულ წარსულზე, ოჯახსა და სილამაზის ფორმულაზე

"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით" - ვერა ქობალია რთულ წარსულზე, ოჯახსა და სილამაზის ფორმულაზე

"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ...", - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია... დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.

- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- რამდენიმე ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ადამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო... ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა... ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში...

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- უფრო ახალგაზრდა ასაკში, ენერგიულობიდან გამომდინარე, სულ ვცდილობდი მეგაპოლისებში მემოგზაურა, იქაური ენერგია, ადამიანების სწრაფი რიტმი ძალიან მხიბლავდა... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ და ძალიან დიდ სიხარულს ღია სივრცე მანიჭებს. სულ ვცდილობ მთაში წავიდე ან ბუნებაში ვიხეტიალო. საქართველოში იმდენი საინტერესო რამ არის სანახავი, რომ ვერასოდეს ამოწურავ! სამსახურის გამო დედამიწის ყველა კუთხეში მიწევს სიარული, მაგრამ თავისუფალ დროს სამშობლოში ჩამოსვლას ვცდილობ. საქართველოში ალბათ ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ ვგეგმავ, კიდევ ბევრჯერ ვეწვიო თითოეულ მხარეს და ჩემს შვილსაც ყველა კუთხე საუკეთესოდ გავაცნო... აქედან გამომდინარე, ამჟამად ისტორიული წარსულის ქვეყნებია ჩემთვის უპირატესი!

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. საინტერესოა, რომელმა დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება, ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვით?

- ყველა ქვეყანა საინტერესო სანახავია და თითოეულ ადგილას მოსახლეობის გემოვნებაც - თავისებური... განსაკუთრებულად ავსტრალია მიყვარს, რადგან იქ ძალიან ფერადად იმოსებიან... 90-იან წლებში საქართველოში ვცხოვრობდი, მაშინ ყველა შავებს იცვამდა და ამის შემდეგ ავსტრალიაში ჩასული მათმა ფერადოვნებამ ძალიან გამაოცა... ქვეყნის მზიანი ამინდების, ადამიანებს ხასიათის გამო იქ შავს ვერ დაინახავ და ეს საუკეთესოდ აისახება ადამიანის განწყობაზე. ძალიან გემოვნებიანად და მხიარულად აცვიათ, რაც ძალიან მომწონს! მოგზაურობა მიყვარს და საუკეთესო შთაბეჭდილებები დამიტოვა ევროპულმა ქვეყნებმა. ჩემი დის მეუღლე იტალიელია და იქ ხშირად ჩავდივართ. იტალიას და სხვა ქვეყნებს მართლაც ბევრი რამ აქვთ დამახასიათებელი და საინტერესო, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულად ერთი ქვეყანა გამოვყო...

- ძალიან "ბავშვურად" გამოიყურებით... რა არის ამის საიდუმლო?

- ყველაფერი საბოლოო ჯამში შინაგანი განწყობიდან მოდის... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ოპტიმისტებად დავრჩეთ და ეს ჩვენს გარეგნობაზეც კარგად აისახება.

- გამოგიცდიათ სიღარიბე?

- ჩვენ აფხაზეთიდან მანქანით წამოვედით და როგორც კი თბილისში ჩამოვედით, ამ ავტომობილის გაყიდვა მოგვიხდა, რადგან "კაპიკიც" არ გვქონდა... ბევრი წლის განმავლობაში, 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება...წაიკითხეთ სრულად

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე