ავტორი:

ორთაჭალაში მომხდარ ავარიას ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

ორთაჭალაში მომხდარ ავარიას ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. დაშავებულია ორი ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთში წარმატებული ქართველი მორაგბე გიორგი რეხვიაშვილი ორთაჭალაში ავარიის დროს გარდაიცვალა

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მორაგბე გიორგი რეხვიაშვილია. იგი ანდორის ნაკრებში თამაშობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. 30 წლის სპორტსმენს მეუღლე დარჩა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ