იმის ალბათობა, რომ ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელ "ტევატრონზე" ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები დაამტკიცებენ ჰიგსის ბოზონის, იმავე "ღვთიური ნაწილაკის" არსებობას, 99,7%-ს შეადგენს. ამის შესახებ თავის ბლოგში პადუის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ტომაზო დორიგომ განაცხადა.
თავის ბლოგზე ფიზიკოსი წერს: "მე ორ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია მივიღე, რომლის თანახმად, "ტევატრონის" მეშვეობით ჰიგსის ბოზონის არსებობა დადასტურდა".
"ტევატრონი" - დიდი ადრონული კოლაიდერის შემდეგ მსოფლიოში ელემენტარული ნაწილაკების უდიდესი ამაჩქარებელია. ლაბორატორია აშშ-ში, ქალაქ ბატავიაში მდებარეობს.
მანამდე, 27-წლიანი მუშაობის განმავლობაში "ტევატრონმა" ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ვერაფრით შეძლო. 2009 წელს ლაბორატორიის ფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ 2010 წლის ბოლომდე "ღვთიური ნაწილაკის" აღმოჩენის შანსს 50/50-ზე განიხალავდნენ.
ამ ნაწილაკის აღმოჩენით პასუხი გაეცემა მეცნიერთა უამრავ კითხვას, მათ შორის: კონკრეტულად რა მოხდა დიდი აფეთქების დროს, როგორ გაჩნდა სამყაროში სინათლე და რატომ აქვს მატერიას მასა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.