ავტორი:

"თქვენ დროს რომ შს მინისტრი მიგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რისი ნახვა მოუწევდა" - ბოკერიამ გახარიას პარლამენტში „კადრები რეალითი შოუდან“ აჩვენა

"თქვენ დროს რომ შს მინისტრი მიგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რისი ნახვა მოუწევდა" - ბოკერიამ გახარიას პარლამენტში „კადრები რეალითი შოუდან“ აჩვენა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, ვიდეოკოლაჟი გაუშვა, რომელსაც მან „კადრები რეალითი შოუდან“ უწოდა.

მისი თქმით, კოლაჟში ის ინციდენტები არის ასახული, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს პატრულების ცემა და ა.შ.

"თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე.

რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! - არცერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!“, - მიმართა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.

გახარიას ნაცვლად ოპონენტს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და ბოკერიას უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასეთი კადრები რომ ეჩვენებინათ, მოკლე კოლაჟში ვერ ჩაეტეოდა.

"რომ გაგებედათ და ერთი ორჯერ თქვენ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, ასე ჩამოგეშვათ ეკრანი და გეჩვენებინათ კადრები, წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა მაშინ თქვენ მინისტრს" - მიმართა მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წარმომადგენელს გიგა ბოკერიას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები