ავტორი:

"ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა" - შალვა შავგულიძე

"ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა" - შალვა შავგულიძე

"შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, მან მისცა ტონი და ეს გააგრძელა "ქართული ოცნების" სხვადასხვა წარმომადგენელმა" - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

"ქართულმა ოცნებამ დაიწყო შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ. მე გახლავართ, ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კანდიდატი. ეტყობა ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა და შეაშფოთა მისგან არაკონტროლირებადი დასავლური ძალების გაერთიანებამ და მან შავი პიარ-კამპანია პირადად დაიწყო. მაღალი თამასა პირადად დაიჭირა, როდესაც იმედის ეთერში თვითონ დაიწყო და უღირსი ცილისწამებით შეეცადა ჩემს ცუდად წარმოჩენას გირგვლიანის საქმეზე.

დაიწყო ბიძინას ივანიშვილის გამოსვლით, სადაც 17-ჯერ დაუბრუნდა ჩემს საკითხს და 17-ჯერ მახსენა, ასე დათვალეს ჩვენთან, საარჩევნო შტაბში. შემდეგ იგივე ფუნქცია ჰქონდა ფრაქციის თავმჯდომარესთან ბატონ მდინარაძესთან ჩემს დებატებს, შემდეგ მურუსიძესთან და ა.შ. შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, მან მისცა ტონი და ეს გააგრძელა "ქართული ოცნების" სხვადასხვა წარმომადგენელმა.

რაც ჩემთვის ყველაზე საწყენია და აღსაშფოთებელია საზოგადებისთვის, ამაში ჩართულია მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც არის უვადოდ გამწესებული, რომელსაც კონსტიტუცია უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობს და შესაბამისად სამოსამართლო ეთიკის წესებიც.

ის გადახლართულია უკვე "ქართული ოცნების" და ამ სასამართლო ხელისუფლებაში გაბატონებული "კლანის" ინტერესებში (ეს ფრაზა საზოგადოებამ დაარქვა და უნდა გამოვიყენო), ბატონი მურუსიძე რომელმაც იცის, რომ კონსტიტუცია ამას უკრძალავს იძულებელია დავალებაში ჩაერთოს და პირდაპირ "ქართული ოცნების" შავი პიარის ერთ-ერთ განმახორცილებალად მოგვევლინოს ბიძინა ივანიშვილის და მამუკა მდინარაძის შემდეგ" - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები