ავტორი:

თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია.

საიას სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.

აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა, რომელსაც ტრაგიკული შედეგი - თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.

ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს" - ნათქვამია საია-ს ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ