ავტორი:

დღეს დილით გოგოს შევხვდი, რომელიც წლების წინ მიყვარდა… - დამაფიქრებელი ისტორია

დღეს დილით გოგოს შევხვდი, რომელიც წლების წინ მიყვარდა… - დამაფიქრებელი ისტორია

ეს, ალბათ, ყველაზე გულწრფელი და სევდიანი გზავნილია, რაც კი ოდესმე დაკარგული სიყვარულის შესახებ წაგიკითხავთ… გაუზიარეთ ის მათ, ვისაც ერთმანეთი უყვართ, მათ, ვინც ჯერ კიდევ ერთად არიან, მათაც, ვინც უკვე ერთად აღარ არიან, მაგრამ ასე არ უნდა იყოს… როგორ მინდა, რომ შეყვარებული ადამიანები გაუაზრებელი ნაბიჯისგან დავიცვა…

დღეს დილით, საუზმობისას შევხვდი გოგონას, რომელიც წლების წინ მიყვარდა. მას ახლა ქმარი ჰყავს და ბავშვს ელოდება. როდესაც ის გადიოდა, ერთმანეთს მივესალმეთ, შემდეგ კი ტელეფონით ვისაუბრეთ. გულწრფელად, რომ გითხრათ, საუბრისას გული ისე მიცემდა და ვცახცახებდი… ბოლო 15 წელია მსგავსი არაფერი განმიცდია… ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და მათი შეჩერება არ შემეძლო.

5 წლის წინ დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. იმ დროისთვის უკვე 4-5 წელი იყო, რაც ვხვდებოდით და მთელ იმ დროს ერთმანეთს ვუძღვნიდით. შეგვეძლო დღეების მანძილზე ერთად 8, 12 და 24 საათი გაგვეტარებინა და საერთოდ არ ვიღლებოდით.

ერთად ვჭამდით, გვეძინა, ვსეირნობდით, ვვარჯიშობდით, ვოცნებობდით, ვუყურებდით ფილმებს, სტუმრად დავდიოდით, ვსაუბრობდით, ვთამაშობდით Sony PlayStation-ს… ყველაფერში ურთიერთგაგებას ვგრძნობდით… შეპყრობილი ვიყავით ერთმანეთით…

რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში რთული პერიოდებიც იყო.. როდესაც ხელში აყვანილი მიმყავდა საავადმყოფოში, ის კი გვერდში მედგა და მამხნევებდა, როდესაც ჩემი პროექტები სტაბილურად წარუმატებლობას განიცდიდა; გვიწევდა ერთამენეთთან განშორება და ტირილი, ეჭვი გვეპარებოდა ერთმანეთში და საკუთარ თავში… მაგრამ რაც არა უნდა მომხადრიყო, ერთმანეთის გარეშე ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ ვძლებდით. აბსოლუტურად მოწყვეტილნი ვიყავით სამყაროს და ყოველივეს გარშემო გვერდიდან ვუყურებდით. მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ სხვები. ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოებაში გავდიოდით, ჩვენთვის საკვირველი იყო იმ მოვლენის აღმოჩენა, როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, ურთიერთობა - როდესაც ერთმანეთი სულაც არ უყვართ, უბრალოდ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. ამას არ ვაკვირდებოდით. ჩვენ გვიყვებოდნენ ამის შესახებ, ჩვენ კი უბრალოდ მხრებს ვიჩეჩდით. და ყოველ ჯერზე, როდესაც დიდი სამყაროდან ჩვენ პატარა სამყაროში ვბრუნდებოდით, ერთმანეთს სრულიად გულწრფელად ვეუბნებოდით, რომ ერთმანეთი ერთნაირად ძლიერ გვიყვარდა, ისე, როგორც არასდროს არავინ ჰყვარებია… წაიკითხეთ სრულად

"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

თბილისში ჩვენ დაგვცინეს და ლუის ენრიკე სევილიაში ლიფტში გაიჭედა - როგორ გაგრძელდა "დინამო არენაზე" შუქის ჩაქრობის ამბავი

კიდევ ერთი მატჩის მოლოდინში: ქართველი ფეხბურთელები უკვე საბერძნეთში არიან: რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთის ფედერაცია სალონიკიდან?