ავტორი:

"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია გასული სანაკრებო თამაშების დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. სამ თამაშში მან ორი გოლის გატანა მოახერხა და გარდა გოლებისა, გულშემატკივარს კარგი თამაშითაც დაამახსოვრა თავი.

კვარაცხელიას, რომელიც რუსულ გუნდ "რუბინში" თამაშობს, სპეციალისტები წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მის შესახებ მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება და სხვადასხვა ევროპულ გუნდებს უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული ცნობები იმის შესახებ, თუ რომელი კლუბები არიან ქართველი ფეხბურთელის ყიდვით დაინტერესებულნი, ცნობილი არ არის.

სანაკრებო თამაშების შემდეგ კვარაცხელიას შესახებ UEFA EURO 2020 -ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერენ და მის ფოტოებს აქვეყნებენ.

  • "ზედიზედ ორი შესანიშნავი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიასგან", - ნათქვამია პოსტში და გამოქვეყნებულია ხვიჩას მიერ ესპანეთისა და საბერძნეთის კარში გატანილი გოლების ამსახველი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი transfermarkt.com-ზე ყველაზე მეტჯერ ნახეს და ამ კუთხით ის დღემდე პირველ ადგილს იკავებს. კვარაცხელიამ უკან ჩამოიტოვა ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ერლინ ჰალანდი, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან.

რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

"ეს არ ეხება რელიგიას და არც სიძულვილის გაღვივებისკენ მოგიწოდებთ" -  ბელა ჰადიდმა პალესტინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა