ავტორი:

12 მიზეზი, რატომ ირჩევენ ტურისტები საქართველოს სამოგზაუროდ

12 მიზეზი, რატომ ირჩევენ ტურისტები საქართველოს სამოგზაუროდ

საქართველოში ჩამოსვლის უამრავი მიზეზი არსებობს: ზღვა, თბილი ამინდები, ლამაზი ხედები, ღირსშესანიშნაობები, იდეალური სამზარეულო და გულუხვი მასპინძლები. რა ელოდებათ ტურისტებს საქართველოში?

1. თბილისი

მხოლოდ რამდენიმე დღე გჭირდებათ, რომ დატკბეთ არქიტექტურით, გემრიელი საჭმლით, მყუდრო ბარებით. ზოგიერთი უცხოელი თბილისს ვიწრო ქუჩების გამო ბარსელონასაც კი ადარებს.

რით უნდა დაკავდეთ ქალაქში: გაისეირნეთ მტკვრის სანაპიროზე. მოინახულეთ მეტეხის ისტორიული რაიონი. ქალაქის ცენტრში ჩანჩქერს შეხვდებით. ნარიყალაზე გაისეირნეთ, აუცილებლად მოსანახულებელია ბოტანიკური ბაღი და გოგირდის აბანო.

2. ბათუმი

თანამედროვე, დინამიური ქალაქი. დასვენება კულტურულ ცხოვრებასთან იდეალურადაა შერწყმული.

რით უნდა დაკავდეთ ქალაქში: გაისეირნეთ ფუნიკულიორზე, დაესწარით ქართული ცეკვების კონცერტს. შეგიძლიათ ექსკურსია მოიწყოთ გონიოში. აუცილებლად სანახავია ბოტანიკური ბაღი. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცენარეებია თავმოყრილი.

3. შეკვეთილი

ბათუმიდან 45 კმ-ში მდებარეობს. სანაპირო განთქმულია მაგნიტური ქვიშით, რომლის სამკურნალო თვისებები მეცნიერულადაა დამტკიცებული. პლაჟის მახლობლად, 30 მეტრში, ფიჭვნარი მდებარეობს.

რით უნდა დაკავდეთ: დაათვალიერეთ მინიატურების პარკი, მოინახულეთ 20 კმ-ში მდებარე ქობულეთი, რომლის პლაჟი 10 კმ-ზეა გადაჭიმული; ეწვიეთ კალმახების ფერმას სოფელ კოხში.

4. მცხეთა

საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ქალაქი-მუზეუმი. უნიკალური არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების თავმოყრის ადგილი. აქ კაფე-ბარებისა და სუვენირების მაღაზიების ფართო არჩევანია.

რით უნდა დაკავდეთ ქალაქში: მოინახულეთ სვეტიცხოველი, სამთავროს ტაძარი, ადით ჯვარზე, გადმოხედეთ ქალაქს, გადაიღეთ უნიკალური ფოტოები წაიკითხეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს