ავტორი:

სად დასაქმდა მაია მიმინოშვილი

სად დასაქმდა მაია მიმინოშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს.

მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას ადასტურებს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, თუმცა მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, რა პოზიცია უკავია მიმინოშვილს პარტიაში.

„მაია პარტიაში მუშაობს, თუმცა რაც შეეხება კადრების მიღებას, ამას პოლიტსაბჭო წყვეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად მაია მიმინოშვილი „ინტერპრესნიუსის“ ზარებს არ პასუხობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები