ავტორი:

"ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ..."

"ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ..."

მარტოობა ძალიან მაგარი რაღაცაა, როდესაც გყავს ვიღაც, ვისაც შეგიძლია ეს გაუზიარო :)… მე ყოველთვის მომწონდა მარტოობა, რადგან ჩემთვის მახლობელი და გასაგები იყო მასში აღბეჭდილი სევდა…

მე არ ვიცი, სად შეიძლება ამ ქალაქში 30 წლის ასაკში შეხვდე ადამიანს, რომელიც ჩაებმება თქვენი ცხოვრების ფერხულში და თან წარუძღვება ისე, როგორც საკუთარს. ამ ასაკში ყველა "ნორმალური" უკვე დიდი ხანია დახარისხებულია… პაემნები გასაუბრებას ჰგავს, ხანგრძლივი რწევისთვის დრო ცოტაა, ცარიელი და ფუჭი სულიერი ტანჯვისთვის კი საერთოდ აღარ გაქვთ არც დრო და არც ძალა.

ვინც ჩემი ისტორია იცის, ხშირად მეუბნებიან: გაგიმართლა, რომ შენს ოთოს შეხვდი. მიდი და იპოვნე ახლა ასეთი ნამდვილი მამაკაცი! მე, რა თქმა უნდა, დასტურის ნიშნად თავს ვაქნევ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთოც ჩემს გვერდითაა), თუმცა წმინდა გამართლების თეორიას სულაც არ ვეთანხმები.

უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს შვილების გარეშე და თავისუფლები შევხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ისტორია არ აქვს, ასევე მტკიცედ ჩამოყალიბებული ხასიათი და უკვე ნაკლებად კატეგორიული წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის სიყვარული და ვისთან ერთად გვსურს ღრმა სიბერემდე ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

იმიტომ, რომ ცხოვრება "ნამდვილი მამაკაცების" გვერდით, რომლებზეც ნაზი ქალური მხრები და გულები ოცნებობენ, არც ისე ადვილია სინამდვილეში. განსაკუთრებით მაშინ, თუ თავად არ გაქვს მყარი შინაგანი სამყარო ან განსხვავებული ცხოვრების სტილისა და შეხედულებების მშვიდად მიღების უნარი.

ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ, ჭკვიანებისთვის, ლამაზებისთვის, ტანადებისთვის, რომლებიც ამაყად თავაწეულ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. ვიცი, რომ როდესაც გარშემო ყველა თხოვდება, აჩენენ შვილებს და ხელიხელჩაკიდებულები მიუყვებიან უკეთეს ცხოვრებას, გეჩვენებათ, რომ პარტია წაგებულია, ყველაფერი ხელიდან გაშვებულია, თუმცა სინამდვილეში არც კი დამჯდარხართ სათამაშო მაგიდასთან. წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ