ავტორი:

თუ უცნობ ზარს უპასუხეთ, შესაძლოა, მსხვერპლი გახდით- WhatApp-ში ჰაკერებმა სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

თუ უცნობ ზარს უპასუხეთ, შესაძლოა, მსხვერპლი გახდით- WhatApp-ში ჰაკერებმა სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისის“ ცნობით, WhatsApp-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

WhatsApp-ში, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის, განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ.

WhatsApp-ი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაახლოებით 1,5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, ხელახლა გადმოწერონ მათი აპლიკაცია.

შეგახსენებთ, აღნიშნული კიბერთავდასხმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოავლინეს. თავდამსხმელები იყენებდნენ ხმოვან ზარს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზარს მომხმარებელი არ უპასუხებდა, პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა. მსგავსი ზარების ნაკადის გამოვლენა WhatsApp-ის უსაფრთხოების გუნდმა შეძლო. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა. აღნიშნული კომპანიისთვის ადრე არაერთხელ უწოდებიათ „კიბერ იარაღის დილერი“.

რა წერილი დატოვა თავდამსხმელმა, რომელმაც გერმანიის ბარში 9 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები