ავტორი:

„ბავშვებს რომ ეკითხებოდნენ  რა ამოგიტანოთო ხმას არავინ იღებდა, სად იციან  მთის ბავშვებმა წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირია“

„ბავშვებს რომ ეკითხებოდნენ  რა ამოგიტანოთო ხმას არავინ იღებდა, სად იციან  მთის ბავშვებმა წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირია“

სოფელი ბარისახო... თბილისიდან 110 კილომეტრი, რომლის გავლასაც 3 საათი სჭირდება... წლიდან წლამდე შემცირებული სოფლის მოსახლეობა... სკოლის, პანსიონის, ბაღისა და ამბულატორიისთვის გამოყოფილი ერთი ძველი შენობა... ზაფხულობით ტურისტები და კაფეები, საოჯახო სასტუმროები... ეს ხევსურეთის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და აქტიური სოფელია, რომელიც სინამდვილეში ძალიან პატარაა და სულ 150-მდე ადამიანი ცხოვრობს...

16 წლის თათია ლიქოკელი და-ძმასთან ერთად ბარისახოს საჯარო სკოლა პანსიონში სწავლობს და ცხოვრობს. პანსიონში სულ 9 ბავშვია, რომლებიც 4 სხვადასხვა სოფლიდან დადიან. თათია ჭალისციხიდანაა, მაისის დასაწყისში იქ ჯერ კიდევ თოვდა, პარასკევს გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდება, ორშაბათს დილით უკვე ბარისახოში სკოლაში. სწავლა უნდა, პროფესიაც არჩეული აქვს- ვეტერინარია. მერე ისევ სოფელში რომ დაბრუნდეს სახლსაც გამოადგეს, თავსაც და სოფელსაც.

„ბარისახოს პანსიონში მეორე კლასიდან ვსწავლობ. ახლა მეათე კლასში ვარ. ჩემი სოფელი სკოლიდან 9 კილომეტრის დაშორებითაა. თავიდან პანსიონში ცხოვრება ცოტა გამიჭირდა, ახლა კი კარგად ვარ. შაბათ-კვირას სახლში რომ მივდივარ, მშობლებს საოჯახო საქმეებში ვეხმარები. სკოლაში კი რამდენიმე საგანი მაინტერესებს განსაკუთრებულად. ესენია ქართული, ბიოლოგია და ინგლისური. თავისუფალ დროს ვკითხულობ ან ვქარგავ. ქარგვა სკოლაში ვისწავლე, ქარგვის წრეზე. ხატვაც წრეზე ვისწავლე. ჩემს ნამუშევრებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვჩუქნი ხოლმე. ეს საქმე ძალიან მომწონს, მაგრამ მინდა ვეტერინარი გამოვიდე. ცხოველებიც ძალიან მიყვარს და მათი მოვლა მსიამოვნებს. ამ საქმით ჩემს სოფელს უფრო დავეხმარები. მინდა, რომ განათლება თბილისში მივიღო და შემდეგ სოფელში დავბრუნდე. აქაურობასთან სამუდამოდ მოშორება ვერ წარმომიდგენია. ძალიან მწყდება გული, რომ სოფელი ნელ-ნელა იცლება და იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება. ჩემი აზრით, ყველას იმიტომ უნდა წასვლა, რომ აქ სამუშაო ადგილები არაა, ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მომავალი საკუთარი ინტერესების მიხედვით დაგეგმონ. ისე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი, სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ინტერესებით რამდენიმე თვის წინ ერთი კომპანია, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ დაინტერესდა. ყველას გვკითხეს, რა გვაინტერესებდა და რა იყო ჩვენი ჰობი. ჰოდა, ახლახანს ამ ინტერესების შესაბამისად საჩუქრები ჩამოგვიტანეს. განსაკუთრებით წიგნებმა გამახარა. კომპიუტერებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წიგნი მაინც შეუცვლელია,“ -ასე ახასიათებს საკუთარ და სკოლა-პანსიონის ცხოვრებას თათია.

ბარისახოს სკოლა-პანსიონის კიდევ ერთი მოსწავლე, 18 წლის გიგი არაბული უკვე აბიტურიენტია და სოფელს მალე დატოვებს. ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. უნდა მშენებელ-ინჟინერი გამოვიდეს. თუმცა ჯერ არ იცის, სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდება თუ არა.

„მე სოფელ სახილედან ვარ, მაგრამ ჩემს სოფელში სკოლა არაა და მეოთხე კლასიდან ბარისახოს სკოლა-პანსიონში ვცხოვრობ. აქ ყოფნა ძალიან მომწონს, მიყვარს ჩემი სკოლა. ყველაზე მეტად ისტორია, მათემატიკა, ინგლისური მაინტერესებს. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად ვიცხოვრებ მომავალში. გააჩნია, სამსახური როგორ შემიწყობს ხელს, თორე მირჩევნია აქ დავრჩე. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს მხარეს მივხედო. ტექნიკური უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება. გამოცდებისთვის სკოლაში ვმეცადინეობ, მასწავლებელთან მხოლოდ ინგლისურში ვემზადები. გამოცდებისთვის მომზადებაში სკოლა ძალიან მეხმარება. ვცდილობ, ჩემითაც მაქსიმალურად ბევრი ვიმეცადინო. ვფიქრობ, სტუდენტობისას თბილისში ცხოვრება არ იქნება მარტივი, მაგრამ არც აქ ცხოვრებაა ადვილი. ბევრ რამ გვაკლია აქ. ახალგაზრდებს განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის ტექნოლოგიური მხარდაჭერა გვჭირდება. დღეს ყველაფერი კომპიუტერით კეთდება. სწორედ ამიტომ, ძალიან გამიხარდა GIG-ის საჩუქარი კომპიუტერები და სხვა სახის ტექნიკა, წიგნები გვაჩუქა, სპორტული ინვენტარი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ უკეთესად ვისწავლოთ, მეტი გავიგოთ და საბოლოო ჯამში მეტად დავეხმაროთ ჩვენს მხარეს. ასეთი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება, რომ სოფელი არ დაიცალოს, რაც ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს საზღვრისპირა სოფელია და აუცილებელია, რომ ის უპატრონოდ არ დარჩეს,“ - ყვება გიგი არაბული.

თათიასა და გიგის გარდა, ბარისახოს სკოლა-პანსიონში კიდევ 7 ბავშვი ცხოვრობს. სულ სკოლაში კი 51 ბავშვია. როგორც სკოლის დირექტორი ლელა არაბული აღნიშნავს, მთის სოფლებში განსაკუთრებულად მონდომებული და მოტივირებული ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ თვითონაც, სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიების დახმარებით, ცდილობს მაქსიმალურად ბევრი შესაძლებლობა შესთავაზოს ბავშვებს და გააქტიურებაში, რეალიზაციაში დაეხმაროს. ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის.

„ჩვენი ბავშვები ეროვნულ გამოცდებზე ძალიან კარგ შედეგებს იღებენ ხოლმე. ქალაქში კლასებში საშუალოდ 30-40 ბავშვია, ჩვენთან კი მაქსიმუმ 9. სწორედ ამიტომ სკოლას ხშირად მოსამზადებელ ცენტრს ვუწოდებ ხოლმე. შედეგიც კარგი გვაქვს. ვცდილობთ, სამაგალითო პედაგოგები ვიყოთ, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდებს მასწავლებლობა არ უნდათ. მათი ინტერესების სფერო მრავალფეროვანია და ჩვენც ვცდილობთ ინდივიდუალურად ყველას დავეხმაროთ განვითარებაში. ძალიან ბევრი ტურიზმითაა დაინტერესებული და ჩვენი მხარის განვითარება უნდათ. ბავშვების მხარდაჭერაში გვეხმარება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც ტექნიკით, წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით დაგვასაჩუქრა. ჩვენი ბავშვები მსგავსი საჩუქრებითა და ყურადღებით არ არიან განებივრებული და გვიხარია, რომ გამოჩნდა კომპანია, რომელიც მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს. მათ მიერ გადმოცემული კომპიუტერებითა და წიგნებით შეიქმნება სივრცე, რომელიც იქნება თავისუფალი ტიპის ბიბლიოთეკა, არასაგაკვეთილო სივრცე, სადაც პანიოსნის მოსწავლეებისთვის მოეწყობა ფილმების ჩვენება, გაიმართება დისკუსიები და ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა გაუფართოვდებათ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ. საგანმანათლებლო ხასიათის კლუბების, ეთნოგრაფიული, ასევე ხელგარჯილობის კლუბის შექმნა ვგეგმავთ. გვინდა სპორტდარბაზის გაკეთებაც, რადგან ბავშვებს უტარდებათ ჭადრაკის, ძიუდოს, ფარიკაობისა და ცეკვის გაკვეთილები, რისთვისაც ძალიან მოუწესირგებელი სივრცე გვაქვს გამოყოფილი,“ - განმარტავს ლელა არაბული.

„როცა ზამთარში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები“ პირველად ამოვიდნენ და ბავშვებსეკითხებოდნენ ყველაზე მეტად რა გჭირდებათ, რა ამოგიტანოთო, ხმა თავიდან არავინ ამოიღო. სად იციან მთის ბავშვებმა პრეტენზიების წამოყენება ან წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირი იცის,“ - დაამატა მან.

რეგიონში კიდევ ერთი სკოლა-პანსიონი სოფელ მაღაროსკარსში მდებარეობს. სოფელი თბილისთან უფრო ახლოსაა, თუმცა შენობა ბევრად უფრო მოუწესრიგებელია, ვიდრე ბარისახოში. პანსიონს და მაღაროსკარის ცნობილ სკოლას, სადაც რაზიკაშვილები ასწავლიდნენ ერთი კედელი ყოფს. დღეს ორივე შენობა სავალალო მდგომარეობაშია.

ერთი სასწრაფო რებილიტაციას საჭიროებს, მეორე კი - როგორც ისტორიული ძეგლი აღდგენას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზაფხულში სკოლა-პანსიონის შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ზამთარში პანსიონს ავეჯი: საწოლები კარადები, ტუმბოები„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ გადასცა. გარდა ამისა, კომპანიამ პანსიონის მოსწავლეები, ბარისახოს პანსიონის მოსწავლეების მსგავსად, მათი ინტერესების შესაბამისად ტექნიკით, წიგნებით და სხვა საჭირო ნივთებით დაასაჩუქრა.

სკოლის დირექტორის თამარ თანდილაშვილის განმარტებით, სკოლა-პანსიონი 12 სოფელს ემსახურება და საერთო ჯამში 60 ბავშვი სწავლობს.

„პანსიონში 10 ბავშვი გვყავს. შენობა ძალიან ძველია, 1987 წელსაა აშენებული და განახლება სჭირდება. ამ პირობებში ძალიან რთულია, ბავშვებს სწავლისთვის შესაფერისი კომოფორტული გარემო შეუქმნა, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე კი სკოლაში არაერთი კლუბია, მაგალითად, სიმღერის, ცეკვის, საბრძოლო ხელოვნების. GIG-ის დახმარებით ახალი ავეჯი გვაქვს, ბავშვებს ტექნიკაც აჩუქეს. ვიმედოვნებ, მალე საერთო ძალისხმევით უკეთეს პირობებში იქნებიან ჩვენი ბავშვები. სამზარეულოს ტექნიკა: მიქსერი, კომბაინი, ახალი გაზქურა და სამზარეულოს წიგნები ცალკე გადადეს. ისინი სპეციალურად თამუნასთვის მოიტანეს, რომელმაც გაანდო კიდეც რომ კულინარობა უნდოდა და ამისთვის ყველაფერი ამოუტანეს. ორშაბათს რომ ამოვა ყველაზე მეტად გაუხარდება,“ - განმარტავს სკოლის დირექტორი.

„უჯრაში ერთი ცალი გამხმარი საღებავის კომპლექტი და ფუნჯი დევს, აქამდე ყველა ამით სარეგბლობა და ახლა ყველას თავისი სახატავები, ფანქრები, აკავრელები, ფუნჯები ექნებათ, ისევე როგორც წიგნები, ჭადრაკი და სპორტიული ინვენტარი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - დაამატა მან.

მთელი კვირა პანსიონში და შაბათ-კვირა სახლში - ასეთია მთის ბავშვების ცხოვრება. ხანდახან პანსიონში ყოფნა ურჩვენითა, სახლში მისულებს ბევრი საქმე ხვდებათ ისეთი საბავშვო რომ არ არის, მაგრამ მთაში დიდის და პატარას საკეთებელი არ იციან, ყევლა ერთნაირად შრომობს, საქონელს დააბინავებენ, მოწველიან, მერე ან თოხის ან ბარის საქმე, ვიღაცას ფუტკარი ყავს, წყალია მოსატანი... საქმეს რა გამოლევს, ხოდა ბავშვებსაც პანსიონში თანატოლებთან გართობა ურჩევნიათ...

ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლებში GIG-ის წარმომადგენლებთან ერთად მის საქართველო ნინი გოგიჩაიშვილიც ჩავიდა. მის საქართველო ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა და რჩევები მისცა. ბარისახოში ბავშვებთან ერთად ჭადრაკიც ითამაშა, ჭადრაკის ფედერაციაში მიღებული ცოდნა ბავშვებსაც გაუზიარა.

„მის საქართველოს რანგის ფარგლებში ეს ჩემთვის მეორე საქველმოქმედო პროექტია. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიაGIG-ის, რომ ამ სიკეთის თანამონაწილე გამხადა და პროექტში მეც ჩამრთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიანი სოფლები არ დავივიწყოთ და მათ ახალგაზრდობაზე ვიზრუნოთ. მათ ყველა ის პირობა უნდა ჰქონდეთ, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. GIG-ის დახმარება კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ სოფლებშიარიანახალგაზრდები, რომლებთაც სჭირდებათ წვდომა წიგნებთან, კომპიუტერებთან, რათა საკუთარი თავის რეალიზება უკეთ შეძლონ,“ - აღნიშნავს ნინი გოგიჩაიშვილი.

როგორც GIG-ში განმარტავენკომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც მას წელს უსრულდება, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტები იგეგმება.„შეგვეძლო მხიარული სტუმრობა მოგვეწყო, დიდი და გრანდიოზული მიღება გაგვემართა, მაგრამგადავწყვიტეთ ეს თანხები სხვა მიმართულებით აკუმულირებულიყო, მთელი წელი ისე დავგეგმეთ, რომ სხვებს მოვუწყოთ დღესასწაულები,“ - აცხადებენ კომპანიაში.

5 მეთოდი, როგორ შეინახოთ ფოტოები, რომ არასოდეს წაგეშალოთ

როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები

დაცვის კომპანია მაგისტრი - No1 ოქროს ბრენდი