ავტორი:

მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - რაზე ისაუბრა დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში

მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - რაზე ისაუბრა დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში

კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს თანამდებობიდან? - ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მე ჩემი მხრიდან დაჟინებით ვითხოვდი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატების კითხვის პასუხად გააკეთა.

„ალბათ ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ იყო. მიახლოებით რომ გასაგები იყოს, ეს ეხება ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას სხვადასხვა სექტორებში. იგივე, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. ეს ის საკითხები იყო, რაზეც საერთო ენა ვერ ვიპოვეთ. ალბათ მე რაღაც საკითხებში მძიმე და პრინციპული აღმოვჩნდი. არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე მხარს არ ვუჭერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ფუნდამენტალურად არ მესმის და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო დიდი პროცესი - არ იყო ისე, რომ ვმუშაობდით და უცებ რვა თვის თავზე რაღაც უთანხმობა მოხდა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულიამ არაფორმალური მმართველობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა:

„საქართველოს რეალობის ძალიან კარგი აღქმა მაქვს - დამერწმუნეთ, ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს... არაფორმალური თამაშის წესებზე მე მქონდა ძალიან ღია მოლაპარაკება, სანამ მინისტრის თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა. რაღაც გამონაკლისები მოხდა, სამწუხაროდ”.

ქობულიას თქმით, მმართველ გუნდში დისკუსიისას მას "უცხო სხეული" უწოდეს. კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა.

„არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვერ შევიკავებ თავს. ქალბატონო ნატო, მემგონი თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს უცხო სხეული,“ - მიმართა ქობულიამ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.

უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი ესწრებოდნენ. გიორგი ქობულიას უსმენდნენ უმრავლმესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომდგენლები. პარლამდნტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად იმყოფებოდა დავით უსუფაშვილიც.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები