ავტორი:

ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა - რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად

ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა - რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად

რამდენიმე წლის წინ მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა საქართველოში დამზადებული ექვსი დასახელების მაწვნის სინჯი შეამოწმეს და დაადასტურეს, რომ ქართული მაწონი დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პარკინსონისა და სხვა რთული დაავადების პრევენციას უწყობს ხელს. "შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს არის წამალი, მაგრამ ეს არის პრევენცია ისეთი მძიმე დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც პარკინსონიზმი, ალცჰაიმერი, ან გულის თანდაყოლილი დაავადებებია", - წერენ მაქს პლანკის მეცნიერები.

მაწონი სუფთა ქართული წარმოშობის პროდუქტია და შესაბამისი პატენტიც აქვს მიღებული. ეს არის რძემჟავა პროდუქტი და თავისი კატეგორიის პროდუქტებიდან გამორჩეულად სასარგებლო თვისებების მატარებელია. მეცნიერების ნაწილი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივების სიცოცხლის ხანგრძლივობას იმითაც ხსიან, რომ ისინი ყოველდღიურად გამოიყენებდნენ ენდემურ დედოზე დამზადებულ მაწონს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ იაპონელებმაც წაიღეს მაწვნის შტამი, კარგად რომ ჩასწვდომოდნენ მის უნიკალურ თვისებებს.

სხვათა შორის, ქართველები მაწონს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ამზადებდნენ და განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ დედოს დამზადების რეცეპტს. არსებობს გადმოცემა, რომ მაწონი და მისი დედო თავისთავად დამზადდა რძეში არსებული რძემჟავა ბაქტერიებისაგან. საპალნეზე გადაკიდებული რძე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ აიჭრა და ის საზოგადოებას იმდენად მოეწონა, რომ მისი დამზადება დაიწყეს.

და მაინც რატომ არის მაწონი ასე სასარგებლო?

ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ამასთანავე, იცავს ღვიძლს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ძალზე გადატვირთულია. აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და იმუნიტეტს, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მაწონს ხშირად აჭმევენ პატარებს, რადგან ის აძლიერებს მადას, აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას და ამავე დროს, კარგად გამოხატული დიეტური და სამკურნალო თვისებები აქვს.

მაწონი ძალიან კარგია იმათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ამავე დროს, არაჩვეულბრივი საშუალებაა წონის დასაკლებად და ნაბახუსევიდან გამოსასვლელად. მაწონი მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით და მრავალი სასარგებლო ვიტამინით, რომელიც ადამიანს აუცილებლად სჭირდება.

ეს ყველაფერი მეცნიერულად არის დადასტურებული, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც. მაწონი სასარგებლო პროდუქტია იმ შემთხვევაში თუ ის ენდემური დედოთი არის დამზადებული. რეალურად რძის აჭრა სხვა გზითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ასე ის სასარგებლო პროდუქტი არ მიიღება, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა.

საუკეთესო გამოსავალი მაწვნის სახლში დამზადებაა. თუმცა დღეს გადატვირთული რეჟიმის გამო, სისტემატურად მაწვნის გაკეთების დრო და შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. ამიტომ არჩევანის გაკეთება სუპერმარკეტებში შემოთავაზებულ მაწვნებს შორის უნდა გავაკეთოთ.

ქარხნის მაწვნის შერჩევისას აუცილებლად გაეცანით მის შემადგენლობას. მითითებული უნდა იყოს, ის რძითა და მაწვნის დედოთია დამზადებული.

როგორც გავარკვიეთ ქართულ ბაზარზე ასეთი მაწონი ხელმისაწვდომია. ასეთია „სანტინოსა“ და „ლოკომოკოს“ საბავშვო მაწონი, რომლებიც მზადდება ნამდვილი ქართული ენდემური დედოს გამოყენებით. „ლოკო მოკო“ ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროდუქტია, რადგან ეს ის შემთხვევაა როცა სასარგებლო ამავდროლად გემრიელიცაა. ბაზარზე „ლოკო მოკოს“ მაწვნის ორი ვარიანტია ხელმისაწვდომი - მაწონი ნაყინითა და მაწონი ვანილით.

როგორც „სანტე ჯი-ემ-თი“ პროდუქტების პიარ მენეჯერი ნათია ჩალაძე განმარტავს, „სანტეს“ დღემდე აქვს შენარჩენებული მაწვნის ენდემური დედოს მოპოვების და გამოყენების უნიკალური ტექნოლოგია,

„მაწონი უნიკალური თვისებების მატარებელი პროდუქტია და ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც კავკასიელ ხალხთა დღეგრძელობის მიზეზი. თუმცა, იმისთვის რომ მაწონმა შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, ენდემური დედოსგან უნდა იყოს დამზადებული. სანტეს დღემდე აქვს შენარჩენებული მაწვნის ენდემური დედოს მოპოვების და გამოყენების უნიკალური ტექნოლოგია, რაც გულისხმობს მაღალმთიან სოფლებში, გლეხებთან დედოს მოგროვებას, საწარმოში ჩამოტანას, გასუფთავებას და გამრავლებას და შემდეგ ყოველდღიურ საწარმოო პროცესში გამოყენებას. ენდემური დედოსგან დამზადებული, ტრადიციული მაწვნის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ის ქართველი ხალხის ყოველდღიური რაციონისთვის ძალიან აუცილებელი და საჭირო კვებითი ღირებულების მატარებელია. წლების განმავლობაში ნამდვილი ენდემური დედოსგან შექმნილი მაწონი იყო „სანტინო“, რომელიც დედების უპირობო არჩევანი იყო პატარებისთვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ენდემური დედოსგან დამზადებული, ანუ ნამდვილი მაწონი თავისთავად მჟავეა, ბავშებს კი მოგეხსენებათ ნაკლებად უყვართ სიმჟავე, პედიატრთა აკადემიასთან ერთად დამატებით შევქმენით „ლოკო-მოკოს“ დასალევი მაწონი, რომელიც იმავე ენდემური დედოსგან მზადდება, თუმცა, ბავშვისთვის გაცილებით მოსაწონია, რადგან ტკბილია. ამავდროულად კი, მასში შაქრის შემცველობა ზუსტად იმდენია, რაც ასაკის შესაბამისად არის ნებადართული, შესაბამისად, პედიატრთა აკადემიის მიერ „ლოკო მოკოს“ მაწონს გაეწია რეკომენდაცია ბავშვთათვის 1 წლიდან,” - განმარტავს ნათია ჩალაძე.

ბინის დაზღვევა ალდაგისგან - სიმშვიდე კარკასიდან რემონტამდე

კომპანიებს სემეკისთვის ტარიფების მატების მოთხოვნით არ მოუმართავთ

როგორ ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში საწარმოებსა და სუპერმარკეტებში