ინტერნეტში პორნოგრაფიის ყველაზე ფართო მომხმარებელი პაკისტანია

ინტერნეტში პორნოგრაფიის ყველაზე ფართო მომხმარებელი პაკისტანია

ინტერნეტის საძიებო სისტემებში პორნგრაფიის თემაზე მოთხოვნათა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პაკისტანი ლიდერობს. ამის შესახებ ტელეარხი Fox News, ანალიტიკურ სერვისებზე Google Trends-სა და Google Insights-ზე დაყრდნობით აცხადებს.

პაკისტანელები საძიებო ველში ყველაზე ხშირად წერენ სიტყვებს: "სექსი", "სექსი მოზარდებთან", "გაუპატიურება", "ზოოფილია" და ა.შ.  

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი არასასურველი ვებ-რესურსების დაბლოკვის პოლიტიკას აქტიურად ატარებს. ქვეყანაში დაბლოკილია, სულ ცოტა, 17 საიტი, რომლებიც "შეურაცხმყოფელად" ან "ღვთისმგმობად" მიიჩნიეს.

გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება საძიებო სისტემებს Google-ს, Bing-სა და Yahoo-ს, ასევე პორტალებს MSN-ს, Hotmail-სა და ვიდეოჰოსტინგს YouTube-ს მუდმივად აკონტროლებს. ახლახან ერთ-ერთმა პაკისტანელმა იურისტმა ანტიისლამისტური Facebook-ის გავრცელების გამო, მისი დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის მკაცრად დასჯა მოითხოვა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)