ავტორი:

"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს..." - ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე

"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს..." - ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე

აზარტულ თამაშებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანია ჩართული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც ერთეულებისთვის სიმდიდრე და ფუფუნება მოაქვს, უმეტესობისთვის კი - შიმშილი და სიღატაკე.

მხოლოდ 2016 წელს, საქართველოში ამ ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა - მისი მოგება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე კომერციული ბანკებისა... ცხადია, ეს თანხა მოსახლეობის ჯიბეს მოაკლდა.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე, თვითონ თუ უთამაშიათ და თუ არიან აზარტულები:

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

აზარტული საერთოდ არ ვარ. მხოლოდ ლატარიის ბილეთები მიყიდია, მაგრამ ჯერ არაფერი მომიგია. დღეს საქართველოში ტოტალიზატორების ბუმია, მაგრამ იქაც არ შევდივარ - მგონია, რომ ტოტალიზატორში თამაშს გამოცდილება და იღბალი სჭირდება. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ტოტალიზატორის გარეშე...

რატომ ეჩვევიან ადამიანები აზარტულ თამაშებს? ჩემი აზრით, ეს მარტო ხასიათის ბრალი არ არის ან როგორ შეიძლება მოსახლეობის ამხელა პროცენტი აზარტული იყოს? ალბათ იმიტომ თამაშობენ, რომ საქმე არა აქვთ, სამსახური არა აქვთ, არ სწავლობენ და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ასეთ დროს ადამიანი, მით უმეტეს, მოზარდი ფიქრობს, რომ თამაში ყველაზე იოლი გზაა ფულის საპოვნელად.

როდესაც ადამიანი პურის ფულს თავისი შრომითა და ოფლით შოულობს, მისი უაზროდ დახარჯვა ენანება, ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დაკავებული იყოს. ჩემი აზრით, 35-40 წლის ზრდასრული კაცები რომ თამაშობენ, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა, ასეთი კაცი ვერც ოჯახს შეინარჩუნებს და ვერც ნორმალურ ურთიერთობას.

თეა დარჩია, მოცეკვავე:

ძალიან ბევრ ოჯახს ვიცნობ, რომელიც აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. სხვათა შორის, მეც მითამაშია და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ეს რა საშინელებაა!არაფერი კარგი ამას არ მოაქვს. რაღაც თანხა კი მომიგია, მაგრამ აზარტულ თამაშებს იმდენი დრო, ძალა და ენერგია მიაქვს, რომ ამის ფონზე მოგება საერთოდ არ ღირს.

მიმაჩნია, რომ აზარტულობა კარგი თვისებაა: რაღაცის ინტერესი და აზარტი რომ არ მქონდეს, შეიძლება დილით არც ავდგე და არაფერი გავაკეთო. აზარტი შეიძლება გქონდეს სიკეთის კეთებისა, პროფესიული ზრდის, წარმატების მიღწევის და ა.შ... ჯანმრთელი აზარტი და ამბიცია სულ სხვა რამეა, თამაშის სიყვარული - სხვა.

გივი სიხარულიძე, მსახიობი და მწერალი:

აზარტულმა თამაშებმა ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი დაღუპა: მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს და ნაადრევად დაიხოცნენ. მე ბევრ კაზინოში ვარ ნამყოფი, მაგრამ იქიდან მოგებული არასდროს გამოვსულვარ, არც მინდა გამოვიდე, რადგან ვინც მოიგებს, მერე აზარტში შედის, თამაშს იწყებს და საბოლოოდ მაინც წაგებული რჩება. კაზინო იმისთვის არის შექმნილი, რომ დაგაქციოს. თუ ვინმე ძალიან მაგარი მოთამაშეა, აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი, ასეთებს კაზინოებში საერთოდ არ უშვებენ.

სამაგიეროდ, არიფებს "ოქროს ბარათები" დაურიგეს. ისინი არიან მათთვის ყველაზე სასურველი სტუმრები. კაზინოები ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან კი, შეიძლება მალე სკოლებიც კაზინოებად გადააკეთონ - ეს არის უბედურება, მე კი არ მინდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უბედური იყოს წაიკითხეთ ვრცლად

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე