ავტორი:

"არ ვიცი რა ძალამ გამაძლებინა, რომ შვილის ტანჯვისთვის მეყურებინა" - 24 წლის ლუკა ალიბეგაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"არ ვიცი რა ძალამ გამაძლებინა, რომ შვილის ტანჯვისთვის მეყურებინა" - 24 წლის ლუკა ალიბეგაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

24 წლის ლუკა ალიბეგაშვილს, რომელსაც ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. როგორც AMBEBI.GE-ს ახალგაზრდას დედამ ნათია სოხაშვილმა განუცხადა, მის შვილს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი ერთი წლისა და 8 თვის წინ დაუსვეს.

ლუკას ერთი წლის წინ თურქეთში ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. შემდეგ ასევე თურქეთში გაიარა სარეაბილიტაციო კურსი და მკურნალობას მედიკამენტებით აგრძელებდა.

ამჟამად მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ორგანიზმში ინფექცია წავიდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ამიტომ სასწრაფოდ მისი მკურნალ ექიმთან, თურქეთში გადაყვანაა საჭირო, დამატებითი კვლევების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

"ჩემს შვილს ლეიკემიის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლომდე გააზრებაც ვერ მოვასწარით რომ მხოლოდ ბილეთებით და ადამიანების სასწრაფო წესით აგროვილი თანხით სასწრაფოდ გადაგვაფრინეს თურქეთში. იმედს ვიტოვებდით რომ ცდებოდნენ, მაგრამ იმედი ოცნებებივით დამენგრა.

არ ვიცი რა ძალამ გამაძლებინა, რომ ამ პერიოდში ჩემი შვილის ტანჯვისთვის მეყურებინა. ლუკას სიმწრით დაჭმული ტუჩები და მუდარით სავსე მზერა რომელთანაც დედა უძლურია. დაავადების სირთულეს და პროცესებს რომ ჩაუღრმავდე შეიძლება გაგიჟდე... დედა უძლური ხარ, ეს ჯოჯოხეთია...

და მაინც გავუძელით, მაინც მოვერიეთ და არ დავნებდით. ახლიდან დავიბადეთ, ძალიან ნელ-ნელა პირველი ნაბიჯებიც გადავდგით და ორ თვეში სიარულიც შევძელით... უკვე შვიდი თვე სრულდება, რაც სტამბულში ვართ, დაავადება რემისიაში გადავიდა და მოხდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც, ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ და ორგანიზმი იბრძვის, ეგუება, უჭირს, მაგრამ თავს აიძულებს. მინდა მჯეროდეს, რომ #ერთადყველაფერსშევძლებთ" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ახალგაზრდას დედამ ნათია სოხაშვილმა.

"ფეისბუქზე" ლუკას დასახმარებლად უკვე შეიქმნა გვერდი

დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ: ყველა მობილური ოპერატორიდან: 0901701433

ასევე ჩარიცხონ თანხა - საქართველოს ბანკი: GE46BG0000000101562086

მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEGASHVILI LANA)

ბაზის ბანკი: GE71BS0000000090745489

მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEGASHVILI LANA)

თიბისი ბანკი: GE12TB7448245061100082

მიმღები: ალიბეგაშვილი ლანა (ALIBEGASHVILI LANA)

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება