ავტორი:

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება - სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები.

"მეტროში ვაწარმოებთ მთელ რიგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე არსებული მეტროს ვაგონების გახალება-რეაბილიტაცია ხდება. გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცისთან დაკავშირებით. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ამ პროექტის განხორციელებაზე, გვყავს გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში უშუალოდ დაიწყება სამუშაოები. მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება:

სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ასევე ბაქანს. განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების მომსახურების ოთახები, თანამედროვე სტანდარტების შესაბისად სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა. ამ პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცა ჩატარდება.

ზოგადად, მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაში გვაქვს, ერთ-ერთ მაგალითად, ვარკეთილი შემიძლია მოვიყვანო, სადაც რამდენიმე წლის წინ ჭერი ჩამოინგრა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები, რადგან ძალიან დიდ სირთულეებთან არის საქმე ამ კონკრეტულ მეტროსადგურთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, რომ ანალოგიური არ მოხდეს და სამუშაოები ძალიან მაღალ დონეზე იყოს შესრულებული. ასევე, პარალელურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვა სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება

საქართველოში ხვალ 42 გრადუსია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო" - მირიან ნიკოლაძე ცხედრის დაზიანებებზე მედიაში გავრცელებულ კადრებზე