ავტორი:

კახა კალაძე კოორდინატორებს მიმართავს: "ნუ შეუშინდებით ჟურნალისტებს - თქვენ ამის უფლება გაქვთ"

კახა კალაძე კოორდინატორებს მიმართავს: "ნუ შეუშინდებით ჟურნალისტებს - თქვენ ამის უფლება გაქვთ"

"ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს" - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემკოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან.

კახა კალაძის თქმით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებთ მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმინობა.

თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

წაიკითხეთ: "კახა კალაძის მოწოდებები შემაშფოთებელია" - საია

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები