ავტორი:

"დამეჯახა და წამართვა პარკი, გადმომიგდო სათვალე" - რაში ადანაშაულებს ზუგდიდელი ქალი ნიკა გვარამიას

"დამეჯახა და წამართვა პარკი, გადმომიგდო სათვალე" - რაში ადანაშაულებს ზუგდიდელი ქალი ნიკა გვარამიას

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ადგილობრივი ქეთევან სორდია. გვარამიამ სორდიას "ქართული ოცნების" მიერ მოსყიდული უწოდა და მიმართა კითხვით, რა ედო პოლიეთილენი პარკში.

"აბა, წავიდა კომისიაში მოსყიდული "ქოცი" აქედან... წესიერად მოიქეცით ყველა. თქვენი საქმე არ არის, ჩვენ ვინ ვართ... მაჩვენე, რა გიჭირავს ხელში! როგორი მოსყიდულიც ხარ, ახლა დაგანახებ" - მიმართა გვარამიამ სორდიას.

მის რეპლიკას გარშემომყოფების გაღიზიანება მოჰყვა, რომლებმაც "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილობრივები გვარამიას მოუწოდებდნენ, დაეტოვებინა 95-ე საარჩევნო უბნის ტერიტორია, რაზეც მან უპასუხა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ყოფნის და საუბრის უფლება ჰქონდა. გვარამიასა და მოქალაქეებს შორის დაძაბული ვითარება პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა ქეთევან სორდიამ:

"გვარამიამ მითხრა, რა გიჭირავს ხელში, აქ რატომ დგახარო?! ვუთხარი, რომ მოქალაქე ვარ-მეთქი. დამეტაკა, წამართვა ჩანთა, რომელშიც ფეხსაცმლები მედო. გადმომიგდო სათვალე. პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს საზიზღარი! ვაი, იმ სამეგრელოს ესენი რომ შემოუშვა" - განაცხადა სორდიამ.

VIDEO: "დამეტაკა გვარამია, ეს საზიზღარი, ეს" - რას ჰყვება ქალი "რ2"-ის გენერალურ დირექტორთან დაპირისპირების შემდეგ

ნიკა გვარამიამ ტერიტორია დაცვის თანხლებით დატოვა, რომელიც ზუგდიდში ყოფნის დროს მუდმივად თან ახლავს.

მოგვიანებით მან პირად "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეოჩართვაში განაცხადა, რომ "თავდასხმას უპასუხებს თავდაცვით":

"ვიყავით ორ უბანზე, კახათსა და კოკში. ვითარება არ არის მარტივი, ბევრი ადამიანია უბნებთან. თანამდებობის პირებიც, ნაცნობი სახეები, დგანან კუნთმაგარი ადამიანები. კახათში ვიღაც ქალმა აბსოლუტურად არ მომცა მუშაობის შესაძლებლობა და მელაპარაკა ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ მხილებულნი სამაგიდო სიების ქონაში, ითვლიდნენ ამომრჩეველს და ა.შ. ამ ადამიანს "ბეიჯი" ეკეთა მოვგლიჯე და აღმოჩნდა, რომ იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

მერე დაიწყო თავდასხმა კუნთმაგარი ადამიანების, გინება და ა.შ. აქედანაც მიიღეს გინება, მე ჯერ კაცი ვარ და ადამიანი და შემდეგ ვარ ჟურნალისტი და ტელევიზიის დირექტორი. ასე რომ, როცა მაგინებენ, ვპასუხობ გინებით...

კოკის უბანზე ვნახე ბატონი დავით ნარმანია, საყვარელი კაცია მოდით ვაღიაროთ. მასთან მქონდა კითხვა: არის თუ არა პრობლემა სანდრა რულოვსისთვის, რომ ის ზუგდიდელი არ არის, მაგრამ ვერ მივიღე პასუხი. მეგრულად მიუხვ-მოუხვია და არ მიპასუხა.

ესეთი ამბებია ჯერჯერობით, ვნახოთ რა მოხდება. ვერ ვიტყვი რომ ნორმალურად მიმდინარეობს კენჭისყრა და სიმშვიდეა. დაველოდოთ საღამოს, მე აქ ვიქნები და თავდასხმას ვუპასუხებ თავდაცვით, ვამხელ ყველას, ვინც ეცდება არჩევნები გააყალბოს" - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ვიდეოჩართვისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."