ავტორი:

"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" - წერილი, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს

"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" - წერილი, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს

ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით:

სამი წლიდან დავუწყებ მტკიცებას – "საყვარელო, შენ არ ხარ ვალდებული გახდე ინჟინერი, არ ხარ ვალდებული გახდე იურისტი, სულაც არაა მნიშვნელოვანი, თუ ვინ გამოხვალ. გინდა გახდე პათოლოგანატომი? კი ბატონო, ფეხბურთის კომენტატორი? როგორც გენებოს! კლოუნი სავაჭრო ცენტრში? მშვენიერი არჩევანია.

ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი მელოტი ჯამბაზი, საღებავის ლაქებით სახეზე და მეტყვის: "დედა მე ოცდაათი წლის ვარ და კლოუნად ვმუშაობ სავაჭრო ცენტრში, ჩემთვის ასეთი ცხოვრება გინდოდა? რაზე ფიქრობდი, როცა მეუბნებოდი, რომ უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის? რაზე ფიქრობდი, როცა ნებას მაძლევდი მათემატიკის მეცადინეობის ნაცვლად ბავშვებთან მეთამაშა?".

მე კი ვუპასუხებ: "საყვარელო, მე ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც შენ გსურდა, არ მინდოდა შემეზღუდე. არ გიყვარდა მათემატიკა, გიყვარდა ბავშვებთან თამაში".

"მე ხომ არ ვიცოდი, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა. მე ბავშვი ვიყავი, რომელსაც არაფრის გადაწყვეტა არ შეეძლო, შენ კი ცხოვრება დამინგრიე" - მიპასუხებს ის ნაწყენი და ბინძური ხელებით ჩამოიწმენს სახიდან პომადას.

მაშინ მე ავდგები, ყურადღებით შევხედავ და ასეთ რამეს ვეტყვი: "ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ – ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ".

ის იყვირებს და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას.

შესაძლოა სულ სხვა სცენარიც – ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით:

სამი წლიდან დავუწყებ დარწმუნებას: "ნუ იქნები უგნური, იფიქრე მომავალზე, ისწავლე მათემატიკა, თუ არ გინდა, რომ გაიზრდები, ოპერატორი იყო ქოლცენტრში".

ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი, მელოტი პროგრამისტი, ღრმა ნაოჭებით სახეზე და მეტყვის: "დედა, მე ოცდაათი წლის ვარ, ვმუშაობ "გუგლში", სამსახურში ვატარებ 20 საათს, არ მყავს ოჯახი… რაზე ფიქრობდი, როცა მეუბნებოდი, რომ კარგი სამსახური იქნებოდა ჩემი ბედნიერების გარანტია? რისი მიღწევა გინდოდა, როცა მაიძულებდი მესწავლა მათემატიკა?". წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით