ავტორი:

არ იცით, რა გელოდებათ, ჯერ კიდევ არ მიცნობთ - არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ - სანდრა რულოვსი

არ იცით, რა გელოდებათ, ჯერ კიდევ არ მიცნობთ - არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ - სანდრა რულოვსი

ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი პირველ ტურს მოგებულად გამოაცხადებენ, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს. მე ამას ვადასტურებ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა.

სანდრა რულოვსი ირწმუნება, რომ ის ზუგდიდში პირველივე ტურში იგებს და ამ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“ არ აჩუქებს.

„ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არანაირად არ ვაჩუქებთ. ჩვენ ვიცით, რასაც მაიმუნობენ, ვიცით, რომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული, უამრავი მოსყიდვის ფაქტია, ზეწოლის, ფარულობის დარღვევის, არის ძალიან ბევრი ფაქტი, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს და ა.შ. ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე, ბევრი ადამიანი ვნახე უბანზე ნასვამი და პოლიცია პასიურობდა“,-აცხადებს სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსის თქმით, ისინი იგებენ განმუხურშიც და „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს „ფოკუსები“ ჩაატაროს, რასაც ის არ დაუშვებს. სანდრა რულოვსმა მმართველ პარტიას ამ სიტყვებით მიმართა: „მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“.

„მე არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჩუმად არიან, თათბირობენ. ჯერ „ფოკუსები“ მიმდინარეობს . პირველ ტურში თუ გამოაცხადებენ გამარჯვებას, ჩვენ ამას არ შევეგუებით არანაირად, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს! პირველი ტური მათ არ აქვთ მოგებული, პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და მეორე ტურს არ დავუშვებთ, რადგან არ გვჭირდება. ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ?- იმიტომ, რომ არ გვინდ ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ.

თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი, სოფელ-სოფელში, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ არ იცით რა გელოდებათ, მე არ გირჩევთ, რომ პირველი ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ, რადგან მე მზად ვარ, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე მზად ვარ, მე არ ვხუმრობ“, -განაცხადა რულოვსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."