ავტორი:

"სააკაშვილს შეუძლია კაცურად წავიდეს, მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - გია ხუხაშვილი

"სააკაშვილს შეუძლია კაცურად წავიდეს, მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილს თუ სურს "ქართულ ოცნებას" პრობლემები შეუქმნას, უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას და პირადად ის არ გაჩერდება:

"ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას" - განაცხადა სააკაშვილმა.

"მიშას გაჩერება მე არ ვიცი რას ნიშნავს, გაჩერებული ეს კაცი არავის უნახავს, სულ მოძრაობს. სხვა საკითხია რა ჯობია სახელმწიფოებრივად.... მე მიშას ვურჩევდი, თუ უნდა პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა და "ქართული ოცნებისთვის" პრობლემების შექმნა, უნდა გაჩერდეს" - განაცხადა ხუხაშვილმა "ნიუსრუმში".

მისივე თქმით, ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს კვებავს და ამ პროცესებით ორივე იღებს სარგებელს:

"სააკაშვილის გაჩერებით ბევრად მიღწევადი იქნება ის შედეგი, რაც მას უნდა, ვიდრე არგაჩერებით. ეს ორპოლუსიანობა ანგრევს ყველაფერს, არ აძლევს პოლიტიკურ სივრცეს გახსნის საშუალებას, რომ ალტერნატიული ცენტრები ჩამოყალიბდეს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას. ამით ორივე თავის ამოცანას ასრულებს - "ქართული ოცნება" ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. შესაბამისად, მ პროცესიდან ორივეს თავის დივიდენდი აქვს.

იხილეთ ვიდეო - NEWSROOM: გია ხუხაშვილი შუალედურ არჩევნებს აფასებს

თუ მიხეილ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას ქართულ ოცნებას, წავიდეს და თანაც, მას შეუძლია კაცურად წავიდეს - მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ! აი ეს იქნება მისგან ისტორიული ნაბიჯი. შეუძლიათ წავიდნენ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, არც საფრანგეთში და არც ჰოლანდიაში" - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები