ავტორი:

"გუნდი, სადაც გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული" - რას პასუხობს ნიკა მელია სანდრა რულოვსს

"გუნდი, სადაც გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული" - რას პასუხობს ნიკა მელია სანდრა რულოვსს

სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

რულოვსის თქმით, ყველას აქვს არჩევანი და ყველა გააკეთებს არჩევანს.

„მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, ამაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ისიც არის ამავე პოლიტსაბჭოს წევრი.

„პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არ უნდა იყოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ განაცხადა. მელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.

ნიკა მელია სანდრა რულოვსის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიამ გუნდის შიგნით, ერთობლივი კონსულტაციების გზით უნდა მიიღოს და შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ნიკა მელიას განმარტებით, აღნიშნულში სკანდალური არაფერია.

„ყველა გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად ხდება, მარცხისთვის არის განწირული... არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მთავარი, მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აქ არაფერი სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის.

გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ“, - აცხადებს ნიკა მელია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები