ავტორი:

"გულითადი მილოცვა გადავეცი" - სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

"გულითადი მილოცვა გადავეცი" - სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მილოცვა გადავეცი უკრაინის ახალ პრეზიდენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდზე წერს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლესი რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

მათივე ცნობით, მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები