ავტორი:

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმება

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი გოგონა მისთვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმება

სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი დედის, მ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სავარაუდოდ, ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში ქეთევან გაგოევმა განუცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები შევათანხმე და განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს. სავარაუდოდ, დავეთანხმებით პატიმრობას. ამ ეტაპზე კი, ის იყენებს დუმილის უფლებას. მას ბრალი აღიარებული არ აქვს, დუმილის უფლებას იყენებს. ჩემთვის ცნობილია, რომ მას ბრალი წარედგინა და ამის შემდეგ, დუმილის უფლება გამოიყენა. საქმის მასალებს ვერ გავასაჯაროებ. ნაფიც მსაჯულებზე საუბარი ადრეა ჯერ. ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარდება. მე არ გამაჩნია სპეციალური ცოდნა იმისთვის, რომ გითხრათ, რამდენად შერაცხადი იყო, ან ჯანმრთელობის რა მდგომარეობა ჰქონდა მას, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაეცემა ყველაფერზე პასუხი", - განაცხადა გაგოევმა.

სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, მას პოზიციის შეცვლა შეუძლია, ვინაიდან ბრალდებულია.

"ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, დეტალებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბრალდების მხარემ მ.შ.-ს ბრალად წარუდგინა სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, მას ბრალდების მხარე ედავება არასრულწლოვანი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენას. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდების მხარისთვის ცნობილია, საქმეში რა მასალები მოიპოვება, მან გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, ის ბრალდებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პოზიცია. დეტალებთან დაკავშირებით, პროცესის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში არასრულწოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში არ იმყოფებიან ბრალდებული გოგონას ოჯახის წევრები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ