ავტორი:

რა წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა

რა წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში, ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაქვს პატივი, ამერიკელი ხალხის სახელით მოგილოცოთ და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ პირადად თქვენ და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის სიღრმისეული მეგობრობა განაგრძობს სრულფასოვან განვითარებას, რადგან ორივესთვის ძვირფასია დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რაც ჩვენი მოქალაქეების ღირსების დაცვას ისახავს მიზნად.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღიარებული გვაქვს დასავლური ორიენტაციისკენ საქართველოს სუვერენული ერის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ასეთი მყარი საფუძვლის პირობებში, ველი აშშ-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას მომდევნო წლებში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებისკენ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები