ავტორი:

პრეზიდენტი "საზღვრების გამყარებაზე" - მე წამოვიწყე ახლახან ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები

პრეზიდენტი "საზღვრების გამყარებაზე" - მე წამოვიწყე ახლახან ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები

საჭირო არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა „ქვეყნისთვის სამუდამო საზღვრების მიცემაა“.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ გვექნება. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახან ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეს ალბათ, ახლო მომავალში დავიწყებთ და საჭირო არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ქვია გამყარებული საქართველოს საზღვრები", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები