ავტორი:

"მე იქ რუსეთის დროშები არ მინახავს" - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი პოსტიდან მის დათხოვნაზე

"მე იქ რუსეთის დროშები არ მინახავს" - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი პოსტიდან მის დათხოვნაზე

ჩემი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე განმარტება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთოს. მე იქ რუსეთის დროშები არ მინახავს, - ამის შესახებ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც შამილიშვილმა განმარტა, მსვლელობისას მას რუსეთის დროშები არ უნახავს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა რუსეთის დროშები გამოფენილი.

„მე ღონისძიებაზე რუსეთის დროშების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და არც კი დამინახავს. ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თორნიკე რიჟვაძეს მიმართეთ“, - განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

კითხვაზე, „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი პირად საუბრებში აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს შამილიშვითან სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა, ინგა შამილიშვილმა ასე უპასუხა:

„არ ვიცი კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ყველა კითხვაზე პასუხი თავად თორნიკე რიჟვაძემ გასცეს პასუხი“ , - განაცხადა შამილიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლება მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.

მსვლელობის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები