ავტორი:

"გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" - რა აქცია იგეგმება 28 მაისისთვის გარეჯში

"გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" - რა აქცია იგეგმება 28 მაისისთვის გარეჯში

გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, სამშაბათს, 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" იგეგმება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება.

„ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას, რომ არავის მიეცემა პროვოცირების საშუალება, ჩვენი დიდი სახლი არიოს და რეგიონს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს. გვჯერა, რომ ამ დღეს გარეჯში ჩვენს გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს და ვერც გაუგებარმა, სავარაუდოდ, დაინტერესებული ძალების მართულმა პოლიტიკამ ვერ უნდა გადაფაროს“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ასე მგონია, ახლაც გვეხუმრება და სადაცაა გამოჩნდება" - 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელვაჩაურში, მდინარეში ეძებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია

"მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის" - ძალოსნობის ფედერაცია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აჭარის მთავრობა აიღებს მზრუნველობას გოგონაზე, რომელმაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად მშობლები და ძმა დაკარგა