ავტორი:

"მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის" - ძალოსნობის ფედერაცია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს

"მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის" - ძალოსნობის ფედერაცია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს

15 წლის მურმან თედორაძე ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დედ-მამასთან ერთად დაიღუპა. მისი მშობლების ცხედარი მაშველმა-მეხანძრეებმა გუშინ, ხოლო მოზარდის ცხედარი დღეს იპოვეს.

მურმან თედორაძე სკოლაში სწავლის პარალელურად ძალოსანთა ნაკრებში ირიცხებოდა, მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის. მურმან თედორაძის გარდაცვალების გამო, ძალოსანთა ეროვნულ ფედერაციამ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

მურმან თედორაძის თასი, რომელიც სტიქიის ადგილზე მაშველებმა იპოვეს

"საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის, 15 წლის მურმან თედორაძისა და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა", - ნათავამია განცხადებაში.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1 ოქტომბერს, გვიან ღამით, უხვმა ნალექმა, მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მიწამ სახლი და ავტომობილი მოიყოლა.

სახლში, რომელიც მეწყერმა მოიყოლა, ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილში - ორი ახალგაზრდა მამაკაცი. სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრე იყო ჩართული. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მათ ჯერ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს, შემდეგ კი, მიწისქვეშ მოყოლილ სახლში მყოფი ოჯახის წევრების, ქალის, მამაკაცის და არასრულწლოვანი ბიჭის.

ამ დრომდე ეძებენ 61 წლის მამაკაცს. სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცი არის გაუჩინარებული. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიერ წაღებული მსუბუქი ავტომობილიდან ერთმა ადამიანმა გადასვლა შეძლო, ხოლო მძღოლი გაუჩინარდა.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ თამაში ჩატარდეს მაყურებლის გარეშე", - ამირან გამყრელიძე საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე

"საქართველო გრიპის საწინააღმდეგო 250 000 ვაქცინას შეიძენს" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი აცრების დაწყებასა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე