Arc Computer ნოუთბუქის მომავალს "დაბრეცილს" ხედავს

Arc Computer ნოუთბუქის მომავალს "დაბრეცილს" ხედავს

კომპანია Arc Computer-მა ნოუთბუქის ორიგინალური კონცეფცია წარმოადგინა. მისი კორპუსის ფორმა ტრადიციულისგან განსხვავებულია - გადახსნილ მდგომარეობაში მისი კლავიატურა ამობურცული, ეკრანი კი შეზნექილია.

წინასწარ ძნელი სათქმელია, ასეთი არასტანდარტული ფორმა იქნება თუ არა მომხმარებლებისთვის მოხერხებული.

OLED ტექნოლოგიით შექმნილი ნოუთბუქის შეზნექილი დისფლეი, დიზაინერთა ჩანაფიქრით, გამოსახულებას უფრო მოცულობითს გახდის. ყველა შემთხვევაში, საჭირო გახდება ნოუთბუქის მოქნილი ეკრანით აღჭურვა. ეს ტექნოლოგია ჯერაც განვითარების პროცესშია.

Arc Computer-ის კონცეპტს მეორე ეკრანიც აქვს, რომელიც კლავიატურის შუაგულშია განთავსებული. ის სენსორული პანელის გარდა, სხვა ფუნქციებსაც ითავსებს.

ექსპერტთა თქმით, წარმოდგენილი კონცეპტი, საერთო ჯამში, საინტერესოა და გამორიცხული არაა, მომავლის ნოუთბუქი სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს.

მომზადებულია ferra.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)