ავტორი:

ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელმაც ამერიკელ თანაკლასელებს საქართველოს ჰიმნი ასწავლა - "ბევრი იმუშავა, რომ მათთვის ჩვენი ქვეყანა გაეცნო"

ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელმაც ამერიკელ თანაკლასელებს საქართველოს ჰიმნი ასწავლა - "ბევრი იმუშავა, რომ მათთვის ჩვენი ქვეყანა გაეცნო"

18 წლის არჩილ გვასალიამ ამერიკელი თანატოლები ქართულად აამღერა. საქართველოს ჰიმნი ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის გუნდმა არჩილთან ერთად შეასრულა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უამრავმა ინტერნეტმომხმარებელმა აიტაცა.

ფოთელი არჩილ გვასალია ამერიკაში FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება. ის წარმატებული მოსწავლეა. როგორც არჩილის დედამ ნონა ხუხიამ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც არჩილმა ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა, სკოლის გუნდს გაუჩნდა სურვილი, რომ საქართველოს ჰიმნი მასთან ერთად ემღერა.

"არჩილმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხისთვის საქართველო გაეცნო. აქედან მიჰქონდა ვიდეომასალები, აწყობდა პრეზენტაციებს... სიმღერითა და ცეკვით მათ ქართული სამყარო დაანახა. ადგილობრივები იმდენად დაინტერესდნენ, ამბობენ, აუცილებლად ჩამოვალთ საქართველოში და ქართველ ხალხს უფრო კარგად გავიცნობთო. რაც შეეხება სკოლის გუნდთან შესრულებულ საქართველოს ჰიმნს, ეს იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც მან ამერიკის ჰიმნი შეასრულა. უთხრეს, ახლა ჩვენ ვიმღერებთ თქვენს ჰიმნსო და ერთობლივად მოამზადეს ყველაფერი. თანაც სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებკლობის 101-ე წლისთავს. გუნდს აქვს ძალიან დიდი სურვილი, იმღეროს საქართველოში. ვნახოთ, ღმერთმა ქნას, რომ მომავალ დამოუკიდებლობის დღეს ჩამოვიდნენ და საქართველოს ჰიმნი აქ შეასრულონ " - განაცხადა ნონა ხუხხიამ.

არჩილმა ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი სკოლა უმაღლესი ქულებით დაამთავრა და საქართველოში ორ კვირაში დაბრუნდება.

ავტორი: მაია ძაგანია

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"