ნინო ბურჯანაძე "რუსთავი 2"-ის, "პრაიმ თაიმისა" და "დრონი ჯი"-ს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ნინო ბურჯანაძე "რუსთავი 2"-ის, "პრაიმ თაიმისა" და "დრონი ჯი"-ს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის , გაზეთ "პრაიმ თაიმისა" და "დრონი ჯი"-ს წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სარჩელს ამზადებს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქმე ეხება აღნიშნული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა.

~დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, ეს აგარაკი სხვისი საკუთრებაა.

"ჩემს ოჯახს მართლა რომ იმ კრიტერიუმებით ეცხოვრა, რასაც ასე მონდომებით გვაბრალებს სააკაშვილი, მასეთი სახლი ათი გვექნებოდა და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს აქვთ დავოსში, ნიცასთან ახლოს და ეს მასალები აუცილებლად დაიდება", - აღნიშნა მან.

ბურჯნაძე ინტერესდება, რატომ არ აშუქებენ მედიის წარმომადგენლები იმ ადამიანებს, რომლებიც ~ცალ-ცალი ფეხსაცმლით დადიოდნენ~ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს კი საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და ყველაზე ძვირადღირებულ ღამის ბარებს ხურავენ პრივატული საღამოებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს ქართული სასამართლოს ობიექტური განჩენის, თუმცა, ამ სარჩელს მაინც მოამზადებს. ბურჯანაძის ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში, სავარაუდოდ, ორშაბათს შევა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე