ავტორი:

"დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"

"დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"

მნიშვნელოვანია დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმაეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

ექსპერტის თქმით, მისასალმებელია, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და ამასთან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს და დაისაჯოს მესამე პირი, ვინც ლობირებდა ანაკლიის პორტის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მე ბევრად უფრო მძიმე სურათი მეგონა, რომ ხელისუფლების ხელდასმით ხდებოდა ეს და თუ ეს ასე არ არის, ნამდვილად მისასალმებელია და ზომიერ ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. როგორც ჩანს, მესამე მხარე თამაშობდა ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო თამაშს და კარგია, რომ ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა.

ვფიქრობ, გასარკვევია ვინ ლობირებდა ამ საკითხს, რომ ამ მასშტაბური პროექტის საბტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილება მიღებულიყო, ისე რომ ამის შესახებ ხელისუფლება არ იყო ინფორმირებული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაც ჩინოვნიკი თავისი კეთილი სურვილებით აკეთებდა ამას. ვიღაც ლობირებდა ამ თემას სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ. ვინ იყო ეს პირი, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები